ერთი ატომი ბნელი ენერგიის წინააღმდეგ…

 ის, რომ სამყარო თავის საზღვრებს მუდმივად აფართოებს, დიდი ხანია ცნობილია. ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან, კოსმოსური ტელესკოპის – “ჰაბლი”, საშუალებით მიღებული მონაცემებით დადგინდა, რომ ეს ახლა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე შორეულ წარსულში ხდებოდა (ჰაბლის კანონი). ამ ფაქტმა მეცნიერებს აიძულა სამყაროს მოწყობის შესახებ წარმოდგენები გადაეხედათ და ახალი მოდელები შეექმნათ. განახლებული მოდელებით ჩატარებულმა გამოთვლებმა, ფიზიკოსები სივრცეში არსებული რაღაც უცნობი ენერგიის არსებობაზე დააფიქრა, რომელიც სამყაროს აჩქარებით გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. ამ ძალას “ბნელი ენერგია” უწოდეს და ახლა, რამდენიმე ათეული წლის გასვლის მერეც, მისი ბუნების შესახებ ისევ არაფერი ვიცით.

 ბნელი ენერგიის მოვლენის ერთ-ერთ ახსნად შეიძლება ჩაითვალოს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ის მეხუთე ფუნდამენტური ძალაა და მატერიაზე დანარჩენ ოთხთან ერათად მოქმედებს. ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარებმა ამ თეორიის საფუძვლიანი შემოწმება გადაწყვიტეს, თან ერთად-ერთი ატომის გამოყენებით.

 ამ ექსპერიმენტის მიზანი იყო დადგენა იმისა, სუსტდება თუ არა ეს მეხუთე ძალა მატერიის რაოდენობის ზრდასთან ერთად. მასის მატებასთან ერთდ, გრავიტაცია ძლიერდება, ბნელი ენერგია კი უნდა შესუსტდეს. თუ ეს მართლაც ასეა, მეხუთე ძალის გამოვლინება კოსმოსური დონის ვაკუუმში უფრო ძლიერი იქნება, ხოლო მატერიის ისეთ მცირე გროვებთან, როგორიც პლანეტებია, ის შესუსტდება (მოკლედ ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ).

 ამ ყველაფრის შესამოწმებლად, მეცნიერებმა ე.წ. ატომური ინტერფერომეტრი გამოიყენეს, რომელიც ნებისმიერი დამატებითი ძალების გამოვლენისა და გაზომვის საშუელბას იძლევა, რომლებიც ერთად-ერთ ატომზე იმოქმედებს. ღრმა ვაკუუმიან კამერაში, მეტალის სფეროა მოთავსებული, მის ზედა ნაწილში კი მოწყობილობა, რომელიც თითო-თითო ატომს თავისუფალი ვარდნის მდგომარებაში უშვებს. რაიმე მეხუთე ძალის არსებობა ატომების ვარდნის ტრაექტორიის მიზერულ ცვლილებას გამოიწვევს, როცა ატომი მეტალის სფეროს ახლოს იქნებოდა.

 ექსპერიმენტის მსვლელობისას შეგროვებულ მონაცემებში მსგავსი არაფერი გამოვლინილა, რაც იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ფიზიკოს-თეორეტიკოსებმა მეხუთე ძალა უნდა გამორიცხონ და სხვა პერსპექტიულ მოდელებზე მოახდინოდ ფოკუსირება.

 სიმარტივე, ამ ექსპერიმენტის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს. “ძალიან უჩვეულოა, რომ სამყაროს მოწყობის შესახებ რაიმე ახლის გაგება იმ პატარა მოწყობილობითაც შეგვიძლია, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ სარდაფში მდგარ მაგიდაზე ეტევა” – ამბობს ედ ჰინდსი, სამეფო კოლეჯის ფიზიკის პროფესორი (კიდევ ბნელი ენერგიის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.