ყურადღება: იძებნება ბნელი მატერია

 მეცნიერები შეშფოთებულები არიან, მათ მზესთან ახლოს ბნელი მატერიის აღმოჩენა ვერ შეძლეს.

 თეორიაზე დაყრდნობით, მეცნიერები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ ჩვენი ცენტრალური ვარსკვლავის გარშემო ბნელი მატერიის დიდი რაოდენობა უნდა იყოს, თუმცა ახალი კვლევებისა და ექსპერიმენტების მსვლელობისას მისი აღმოჩენა ვერ მოხერხდა.

 დღეისათვის ბნელი მატერია ისევ ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ გამოცანად რჩება. ის არ ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს და არც ურთიერთქმედებს მათთან. ეს თვისება არ იძლევა მასზე პირდაპირი დაკვირვების საშულებას. ბნელი მატერიის აღმოჩენა მხოლოდ მისგან გამოწვეული გრავიტაციული ეფექტებითაა შესაძლებელი.

 მეცნიერები ბნელი მატერიის საიდუმლოსა და ბუნების ამოხსნას ცდილობენ, ამით ისინი დამალული მასის პრობლემასაც გადაწყვეტენ. ამ უხილავი მასების მოქმედება გალაქტიკის პერიფერიებზე მყოფი ვარსკვლავების ანომალურად სწრაფი მოძრაობით მჟღავნდება.

 თავდაპირველად ასტრონომებმა ბნელი მატერიის ცნება ჩვენს გალაქტიკაში(არა მარტო) ვარსკვლავების მოძრაობის თავისებურებების ასახსნელად შემოიტანეს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ ცენტრიდან შორს მყოფ ვარსკვლავებს, რომლებიც სუსტად არიან მასთან დაკავშირებულნი გრავიტაციით, რაღაც უხილავი მატერის მხრიდან მოქმედი ძალა უბიძგებთ.

 თუმცა, რატომღაც მკვლევარებმა ეს უცნაური მატერია მზესთან ახლოს ვერ აღმოაჩინეს, რაც მათ ძალიან აღიზიანებთ.

 „ჩვენი კვლევების შედეგები საერთოდ მიღებულ მოდელებს ეწინააღმდეგება. ახლა ბნელი მატერია ჩვენთვის კიდევ უფრო იდუმალი გახდა. ვერაფრით ვახერხებთ ამ საიდუმლოს ამოხსნას“ – ამბობს კვლევების ავტორი და ასტრნომი კრისტიან მონი ბიდინი( Christian Moni Bidin), ჩილეს უნივერსიტეტიდან(ბნელი მატერია).

httpv://www.youtube.com/watch?v=8303FU92qVY

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.