NASA იუპიტერის ევროპასთვისაც იცლის

  წლევანდელი წლიდან მარსზე ახალი ამერიკული მარსმავალი „ცნობისმოყვარეობა“ მუშაობს, მას მომავალში ორბიტალური ზონდი Maven-ი შეუერთდება, 2016 წელს დასაშვები აპარატი InSight-ი, 2020 წლისთვის კი წითელი პლანეტისკენ ახალი მარსმავალი აიღებს სტარტს. ამით პერსპექტივები არ მთავრდება. ყველა სხვა სამიზნეებთან ერთად ნასა იუპიტერის ევროპასაც გამოიკვლევს(Space.Com).

„ცნობისმოყვარეობამ“ კიდევ ერთი უცნაური ბრჭყვიალა ობიექტი იპოვა

  „ცნობისმოყვარეობამ“ ბრჭყვიალა ობიექტი ამჯერად თავის ნაკვალევში დააფიქსირა. სპეციალისტთა აზრით ესეც მარსმავლიდან მომძვრალი პლასტმასია.

მარსის უკუსვლა

ეს გამოსახულება 2011 წლის ოქტომბრის ბოლოდან(მარჯვნივ მაღლიდან) 2012-ის ივლისის (მარცხნივ ქვემოთ) დასაწყისამდე, 5-7 დღიანი ინტერვალებით გადღებული ფოტოებითაა გაკეთებული.

მარსის ორბიტული მზვერავები

“მარსის ორბიტალური მზვერავი”( Mars Reconnaissance Orbiter, “MRO”) – ნასას ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური. ის კანავერალის კონცხზე არსებული კოსმოსდრომიდან 2005 წლის 12 აგვისტოს გაუშვეს რაკეტამატრებელ ატლას V-ის საშუალებით. აპარატმა მარსს 2006 წლის 10 მარტს მიაღწია და აეროდინამიური დამიხრუჭებით(საწვავის ეკონომიის მიზნით) პლანეტის ორბიტზე გავიდა. ორბიტალური მანევრები და სხვა მაკალიბრებელი პროცესები 2006 წლის ნოემბერში დასრულდა, რის მერეც აპარატი მუაშაობას შეუდგა.