ინდოეთი: წარმატებული დასაწყისი

 ინდოთმა თავისი კოსმოდრომიდან, თავისი რაკეტა-მატარებლით, თავისივე აპარატი(Mars Orbiter Mission (Mangalyaan) მარსისკენ გააგზავნა. თუ აპარატი მარსამდე მიაღწევს, ინდოეთი მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელმაც წითლი პლანეტისკენ აპარატის წარმატებული გაშვება მოახერხა(BBC).

 სტარტი კოსმოდრომიდან Satish Dhawan, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 5 ნოემბერს, გრინვიჩით 09:08 საათზე  განხორციელდა. აპარატი მარსს 300 დღის მერე მიაღწევს და ამასობაში 780 მილიონ კილომეტრს გაივლის. მისიამ მარსული მეთანის პრობლემაზე უნდა იმუშაოს, რომელიც ადრე დედამიწაზე არსებული ტელესკოპებით დააფიქსირეს, ხოლო მარსმავალმა „ცნობისმოყვარეობამ“ კი მისი კვალიც კი ვერ აღმოაჩინა. „მანგალიანი“ ამ მიზნებისთვის ინსტრუმენტ MSM(მარსული მეთანის სენსორი)-ს გამოიყენებს. გარდა ამისა, ინდურმა აპარატმა უნდა შეაფასოს, რა სიჩქარით იკარგება მარსის გაზური გარსი(ატმოსფერო), რაც მეცნიერებს მარსის შორეულ წარსულში მიმავალი პროცესების უკეთ გაგებაში დაეხმარებათ(რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?).

 ინდური მისია შედარებით იაფი აღმოჩნდა. მისმა ღირებულებამ 72 მილიონი დოლარი შეადგინა. თავიდან MOM-ის გაშვება 28 ოქტომბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა ცუდი ამიდნის გამო ინდოელ სპეციალისტებს განგრიგში ცვლილებების შეტანა მოუხდათ(ღმერთების საიდუმლო იარაღი: როგორ ესროლა ინდრამ ვაჯრა ვრიტრას).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=2tXsZdTKr_Y

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.