დინგოს გავლისას…

 მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახულია. მოახდინა რა 2012 წლის 6 აგვისტოს მარსის ზედაპიორზე დაშვება, მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” ეძებს ნიშნებს, რომლებიც წითელ პლანეტაზე ერთ დროს არსებულ სიცოცხლეს შეიძლებოდა დაეტოვებიანა. მარსმავლის ბოლო აღმოჩენებია – მტკნარი წყლით სავსე ტბა, ასევე მარსის ატმოსფეროში მეთანის ბიომარკერის ვერ აღმოჩენაც. კვლევების გასაგრძელებლად, ავტომობილის ზომის მარსმავალი მთა შარპზე უნდა ავიდეს – კრატერის ცენტრალური პიკი, რომელშიც ის დაეშვა. სიცოცხლის კვლები წყლის ნაკადებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რომლებიც ოდესღაც მთიდან ჩამოედინებოდნენ. ორი კვირის წინ, საშიში კლდოვანი ლანდშაფტისთვის გვერდის ასაქცევად(„ცნობისმოყვარეს“ ბორბლები ცუდ მდგომარეობაშია), ”ცნობისმოყვარემ” ერთი მეტრის სიმაღლის ქვიშის გორაკზე ასვლის შესახებ მიიღო ბრძანება, რომელიც შარპისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. მას შემდეგ, რაც ეს მცირე მოგზაურობა ”გასასვლელ დინგოზე” დასრულდა, ავტომატურმა მარსმავალმა ფოტო გადაიღო, რომელზეც გავლილი ქვიშიანი გზა და ბორბლების კვალი ჩანს(ოპორტუნიტი – მარსზე გავლილი გზა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.