ქარები გეილის კრატერში

 ნასამ მარსმავალ „ცნობისმოყვარეობადან“ მიღებული მეტეოროლოგიური დაკვირვებების შედეგები გამოაქვეყნა, რემელთა მიხედვითაც ზონდმა გეილის კრატერის ქარების რუკა შეადგინა და ატმოსფერული წნევის ცვლილებები დააფიქსირა(NASA).

 განსხვავება ატმოსფრულ წნევებს შორის დღე და ღამე საკმაოდ საგრძნობი აღმოჩნდა – პიკური მაჩვენებლების დაახლოებით 10 პროცენტი. ასტროფიზიკოსთა თქმით, დღის წნევა ღამისაზე ასე მცირე იმიტომაა, რომ გათბობის გამო ჰაერის ზემოთ აღმავალი მძლავრი ნაკადები წარმოიქმნება.

 საინტერესოა, რომ მარსზე წნევის ცვლილებებს რადიაციული(1) ცვლილებებიც ახლავს თან. მის გასაზომადცნობისმოვარეობასპეციალური დეტექტორითაა აღჭურვილი – RAD(მარსმავალი ამ დეტექტორითვე აკონტროლებდა რადიაციის დონეს კოსმოსში ფრენის დროს, სანამ მარსზე დაჯდებოდა). დეტექტორმა დააფიქსირა, რომ მაიონიზირებელი გამოსხივების დონე ატმოსფეროს სისქის ცვლილებასთან ერთად იცვლება. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მარს მაგნიტური ველი(2) არ გააჩნია(მაგნიტური ველი – პლანეტის ეფექტური დამცველი).

 დღე-ღამურ ცვლილებებთან ერთად, მარსმავალმა სეზონურებიც დააფიქსირა. ამის მიზეზია გაყინული ნახშირორჟანგის(მშრალი ყინული) აორთქლება ზაფხულობით. გლობალურ კლიმატურ კვლევებთან ერთად, „ცნობისმოყვარეობამ“ კრატერის შიგნით, რომელშიც თვითონ იმყოფება, მქროლი ქარების რუკაც შეადგინა. სპეციალისტების მიერ ნავარაუდევისგან ის მნიშვნელოვნად არის განსხვავებული. ითვლებოდა, რომ პერიფერიებიდან ცენტრისკენ, სადაც მთა შარფია(გეილის კრატერი(3)), მიმართული ქარები დომინირებენ. თუმცა, ეს ასე არ აღმოჩნდა – უფრო გამოხატული კრატერის საზღვართან არსებული ქარები აღმოჩნდნენ. ადგილზე, სადაც ახლაცნობისმოყვარეობა“ იმყოფება, აღმოსავლეთით და დასავლეთით მქროლი ქარები დომინირებენ.

 მარსმავალი მარსზე 2012 წლის 6 აგვისტოს დაეშვა(შიშის 7 წუთი). მარსული კლიმატის კვლევის გარდა ის გრუნტის გეოქიმიურ ანალიზსაც აკეთებს იმ პირობების გამოსავლენად, რომლებიც ბაქტერიული სიცოცხლისთვის შეიძლება იყოს ვარგისი. ახლახანს მან პირველი მყარი ნიმუში აიღო და მოწყობილობა SAM-ში გადაიტანა, რომელიც ორგანული ნაერთების ძებნითვისაა შექმნილი. SAM-ი რამდენიმე ინსტრუმეტისგან შედგება, რომელთა შორის არის მას-სპექტრომეტრი და გაზების ქრომატოგრაფი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.