„ცნობისმოყვარეობამ“ დამშრალი ნაკადულის კალაპოტი აღმოაჩინა

 ახალმა მარსმავალმა გეილის კრატერის ცენტრალურ ნაწილში აღმოაჩინა არხი, რომელიც ძველი მარსული ნაკადულის კვალია.

 აპარატის მიერ გადაღებულ ფოტოზე მეცნიერებმა კონგლომერატი დააფიქსირეს, რომელიც ცემენტირებული ხრეშის ფენებმა შექმნეს. ხრეშის ზოგიერთ ნაწილაკს საკმაოდ დიდი ზომა და მომრგვალებული ფორმა აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი წყლის ნაკადმა მოიტანა.

 ხრეშის ზომებზე ორიენტირების მიხედვით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ წყალი ნახევარ მეტრამდე სიღრმის არხში 1,45 მ/წმ. სიჩქარით მიედინებოდა.

 მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, უილიამ დიტრიხის თქმით:“მარსული არხების შესახებ ბევრი დაიწერა, წამოყენებული იყო ათასგვარი ჰიპოთეზა მათში გამდინარე წყლების შესახებ. თუმცა ჩვენ წყლის ნაკადებით გადატანილ ხრეშს პირველად ვხედავთ…“

 რებეკა უილიამსი, პლანეტარული მეცნიერებების ინსტიტუტიდან ასკვნის:“ფორმა(ხრეშის,ღორღის) და ზომები იმაზე მიუთითებს, რომ ამ პროცესში არ მონაწილეობდა ქარი. კენჭები სწორედ წყლის ნაკადმა გდაიტანა“.

 ჯონ გროთზინგერი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან აღნიშნავს, რომ მეორე ფოტო( Link), მეცნიერებს საშუალებას აძლევდათ ეფიქრათ, რომ ძველად აქ წყლის ნაკადები მიედინებოდა. Hottah-ის გამოსახულებამ ეჭვები საბოლოოდ გააქარწყლა“.


წყლის დამშრალი კალაპოტი მარსზე და დედამიწაზე.

  ჯონ გროთზინგერი:“ უძველესი ნაკადული ზოგიერთი მიკროორგანიზმის თავშესაფარი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა ეს მისიის ბოლო სამიზნე არაა, იქნება სხვა ადგილებიც, სადაც ორგანული ნახშირბადის არსებობა კიდევ უფრო აშკარა გახდება… ამიტომ ჩვენი სამიზნე მთა შარფია…“

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.