NASA–ს ახალი პლაზმური ძრავი VASIMR, მარსზე 30–40 დღეში ჩაგვიყვანს

 NASA–მ, “12 Next Space Technologies for Exploration Partnership”–ის პროგრამის ფარგლებში, 10 მილიონი დოლარით დააფინანსა ტექსასის სარაკეტო კომპანია  “Ad Astra” (industrytap). ფინანსირების მიზანია კომპანიის მიერ დამზადებული მოწყობილობის, მაგნიტოპლაზმური რაკეტა ცვალებადი სპეციფიკური იმპულსით  – VASIMR (Variable Specific Impulse Magnetoplasma Rocket), შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. ელექტრომაგნიტურ ძრავს შეუძლია ხომალდი მარსამდე 30–40 დღეში ჩაიყვანოს. Ad Astra–ს რაკეტა, დღეს არსებულ ქიმიუი საწვავზე მომუშავე რაკეტებთან შედარებით, 10–ჯერ სწრაფია და ამდენადვე მცირე რაოდენობის “საწვავს” საჭიროებს.

 “VASIMR–ის სისტემის გამოყენებით, მარსამდე არა რამდენიმე თვეში, არამედ რამდენიმე კვირაში ჩავალთ” – აცხადებს ფრანკლინ ჩენგ დიასი, მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ყოფილი სტუდენტი და NASA–ს ყოფილი ასტრონავტი, ამჟამად კი “Ad Astra”–ს გენერალური კონსტრუქტორი.

vasimr 1 franklintan

 “ასეთი რაკეტა ადრე არასოდეს გინახავთ. VASIMR პლაზმური რაკეტაა, ამიტომ ის, დედამიწიდან კოსმოსში ტვირთის ასატანად არ გამოდგება, მისი აწყობა ორბიტაზე მოხდება – ამბობს დიასი.

 VASIMR ელექტრულად დამუხტულ გაზს – პლაზმას, რადიოტალღების გამოყენებით ძალიან მაღალ ტემპერატურებამდე აცხელებს; რაკეტის მოძრაობას კი ძრავის უკანა ნაწილიდან გაცხელებული პლაზმის გამოტყორცნა უზრუნველყოფს. დიასი ამტკიცებს, რომ მისი ძრავის მეშვეობით, ყოველწლიურად, ათასობით ლიტრი სარაკეტო საწვავი და მილიონობით დოლარი დაიზოგება.

vasimr200 zrava
შემფრქვევის მეშვეობით სისტემას ნეიტრალური აირი მიეწოდება, სპირალური გადამყვანი ახდენს საწვავის იონიზებას, ზეგამტარი ქმნის მაგნიტურ ველს, რომელიც შემოსაზღვრავს პლაზმას. იონურ ციკლოტრონული გაცხელების (ICH) გადამყვანი, რადიო–ტალღების გენერაციის მეშვეობით პლაზმას დაახლოებით 1 მილიონ გრადუსამდე აცხელებს. VASIMR-ის მუშაობის დროს, რადიოტალღების მიერ ექსტრემალურ ტემპერატურებამდე გაცხელებული იონური პლაზმა ძრავის უკანა ნაწილიდან გამოიტყორცნება, რაც რაკეტის მოძრაობას უზრუნველყოფს.

 ამ ვიდეოში, ფრანკლინ დიაზი დეტალურად განმარტავს, რომ კოსმოსური მოგზაურობის მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებით, მომავალი, მაგნიტოპლაზმურ სარაკეტო ტექნოლოგიას ეკუთვნის.

 მედიაში უკვე ორი წელია ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია პლაზმური სარაკეტო ძრავის შესახებ, ახლახანს,  NASA–ს დაფინანსების შედეგად ეს ვარაუდები  რეალობად იქცა.

2 comments

  1. ნეტარ არიან ნასას ზღაპრების მორწმუნენი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.