დედამიწაზე მეტი ასაკის მეტეორიტი

 ავსტრალიელმა გეოლოგებმა უძველესი მეტეორიტი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე წინა წლის ნოემბერში ჩამოვარდა. ქვა, რომლის ასაკი, წინასწარი შეფასებებით 4,5 მილიარდ წელს შეიძლება უტოლდებოდეს, კოკისპირული წვიმების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე იპოვეს. მეტეორიტის ვარდნა, რომელიც 2015 წლის 27 ნოემბერს მოხდა, ავსტრალიური უილიამ ქრიქის მაცხოვრებლებმა და ახლოს მდებარე რეგიონების მოსახლეობამ დაინახა.

meteor xnieri ddamiwaze 2
ერთ-ერთი სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული ვარდნა.

 სამდღიანი ძებნის მერე, რომელიც 2015 წლის 29 დეკემბერს დაიწყო, აღმოჩენილი იქნა 42 სანტიმეტრი დიამეტრის ორმოში ჩაფლული1,7 კილოგრამიანი ქვა.

 რამდენიმე დღითაც რომ დაეგვიანებინათ, მეტეორიტის მოძებნა შეუძლებელი გახდებოდა, რადგან კოკისპირული წვიმა ტბა ეირს აასვებდა და ძვირფას მეტეორიტს სამუდამოდ დამარხავდა.

meteor xnieri ddamiwaze 3

 ანალიზით დადგინდა, რომ მეტეორიტი ხონდრიტების (ხონდრიტები და ახონდრიტები) კლასს ეკუთვნის და მზის სისტემის ჩასახვის ეპოქაში იღებს საწყისს, ანუ 4,5 მილიარდი წლის წინათ (ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ). ექსპედიციის ხელმძღვანელის განცხადებით, მეტეორიტი ოდესღაც, მარსის ორბიტის იქეთ მოძრაობდა. სადღაც, მარსსა და იუპიტერს შორის. ასაკით კი დედამიწაზე ხნიერია (ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.