NASA-მ უცნაური სიგნალი დააფიქსირა

 ასტრონომებმა უჩვეულო სიგნალი აღმოაჩინეს, რომელიც პერსევსის გალაქტიკური გროვადან მოდის, 240 მილიონი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. ეს კლასტერი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტრუქტურას წარმოადგენს. არაიდენტიფიცირებული სიგნალი რენტგენის დიაპაზონს ეკთუვნის, თუმცა მის ძალინ სფეციფიურ ნაწილშია. სიგნალის ბუნება ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=E3bBaKJP9r8

 მოვლენის ახსნის ყველაზე უფრო საინტერესო ვერსია ასეთია: სიგნალის წყარო სტერილური ნეიტრინოების დაშლა შეიძლება იყოს, ისინი ბნელი მატერიის შემადგენელი ნაწილაკობის კანდიდატებად ითვლებიან. ამ სიგანლის აღმოსაჩენად, ჰარვარდ-სმიტსონისეული ცენტრის ასტროფიზიკოსებს პერსევსის კლასტერზე 17 დღიანი დაკვირვებების ჩატარება დასჭირდათ. ასევე გამოყენებული იქნა ათი წლის განმავლობაში ორბიტალური ტელესკოპების ”ჩანდრას”(NASA) და ”XMM-ნიუტონის”(ESA) მიერ გადმოცემული მონაცემებიც.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=1I3UKUZDAl0

 პერსევსის კლასტერს ტიტანური ზომები აქვს, მის შემადგენლობაში მყოფი ათასობით გალაქტიკა უზარმაზარი ზომების გაზურ ღრუბლებშია ჩაძირული(სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.