მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიცოცხლის საშენი მასალა, ამინომჟავები, არაორგანული ნივთიერებებიდან ფორმირდებიან, ყინულოვანი კომეტების(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი; კომეტებზე მონადირენი) პლანეტებთან შეჯახებებისას ან მეტეორიტების დაცემით ყინულით დაფარულ კოსმოსურ სხეულებზე(PhysOrg).
ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს, რომელთა მსვლელობისას კომეტური ბირთვის იმიტირებული ყინულოვანი ნაზავები, პნევმატური ზარბაზნიდან გამოშვებული, 7,15 კმ/წმ-ში სიჩქარით მოძრავი ფოლადის ჭურვის ზემოქმედებას განიცდიდნენ. ამ იარაღის გამოყენებითა და დარტყმითი სინთეზის მეთოდით, ამინომჟავების მიღება მოხერხდა, მათ შორის ალანინის D და L კონფიგურაციები, α-ამინოიზოზეთოვანი მჟავა, იზოვალინი და მათი პრეკურსორები.
პლანეტის ზედაპირზე კომეტის ან მეტეორიტის დარტყმისას ფორმირდებიან მოლეკულები, რომლებიც ამონომჟავების შემადგენლობაში შედიან, ხოლო აგამოყოფილი სითბო მათ სინთეზზს იწვევს(შეერთებას).
მკვლევარების აზრით, მათი ნამუშევარი დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ამოცანის ამოხსნის საშუალებას მოგვცემს. 4,5-სა და 3,8 მილიარდიან წლებს შორის პერიოდში პლანეტა განუწყვეტელ კომეტა-მეოტეორიტულ ბომბარდირებას განიცდიდა(ციური ფოსფორი). რის შედეგადაც ამინომჟავები არა მარტო დედამიწაზე, არამედ სხვა პლანეტებზეც გაჩნდებოდნენ. ყინულით დაფარული ენცელადი და ევროპა(1) ამინომჟავების იდეალურ ფაბრიკებად გამოდგებოდნენ, ინტენსიური მეტეორიტული ”წვიმების” შემთხვევაში. თუმცა, სიციცხლის გაჩნისთვის მხოლოდ ამონიმჟავები არ არის საკმარისი – უნდა შექმნილიყო მათი ცილებად გადაქცევისთვის საჭირო პირობები. როგორია ეს პირობები, მეცნიერები ამის გარკვევას მხოლოდ ახლა იწყებენ(კოსმოსური ამინომჟავების სინთეზის ახალი გზა; მარსიდან ვართ?!; ჰიპოთეზა გეაზე; მარსზე სიცოცხლისათვის თავსებადი პირობების კიდევ ერთი მტკიცებულება; სიცოცხლე დედამიწაზე ადრე გაჩნდა; გაყინულ ტბაში უცნობი ორგანიზმები ცხოვრობენ; სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები; გარდაუვალი სიცოცხლე; უკეთესი საცხოვრებელი; გალაქტიკა როგორც ბიოსფერო; ყინულის საფარით იზოლირებული სიცოცხლე; განსახლება – სიცოცხლე აკვნიდან ამოფრინდა; სიცოცხლე ეკზოპლანეტებზე და მათ თანამგზავრებზე; დედამიწა; მეტეორიტების ქიმიურმა მრავალფეროვნებამ მეცნიერები გააკვირა; ანთროპული პრინციპი; სიცოცხლე მარსზე; მანქანური ცივილიზაცია; უცხოპლანეტელი ბაქტერიები).
ამინომჟავების კოსმოსური ”ფაბრიკა”
Posted by