კოსმოსური ამინომჟავების სინთეზის ახალი გზა

 მკვლევარებმა ცამეტამდე მეტეორიტში ამინომჟავები აღმოაჩინეს, ჩამოყალიბებული მაღალტემპერატურული პროცესების დროს. აღმოჩენა კოსმოსში სიცოცხლის გაჩენის ახალი გზების დემონსტრირებას ახდენს.

 გოდარდის ასტრობიოლოგიური ცენტრის სპეციალისტებმა ნახევარი ათეული მეტეორიტი შეისწავლეს – ნახშიროვანი ხონდრიტები და ურეილიტები, რომლებიც ადრე ანტარქტიკაზე იპოვეს. ქვებში ნანახი ამინომჟავების კონცენტრაციის წილი 300-3200 იყო მილიარდზე.

 მათ არამიწიერ წარმომავლობაზე შემდეგი დეტალები მეტყველებენ – ნივთიერებები იყო დაყოფილი, არ იყვნენ დაკავშირებულნი ცილების ან პოლიმერების ჯაჭვში; ყინულის ნიმუშებში, სადაც მეტეორიტი ჩავარდა, ამინომჟავების მხოლოდ კვალი შეიმჩნეოდა.

 აღსანიშნავია, რომ არა თვითონ ამინომჟავებმა გააკვირეს მეცნიერები, რადგან ასეთი ნაერთები, უფრო მაღალი კონცენტრაციით, ადრეც იქნა აღმოჩენილი. თან არაერთი ნამუშევარი ამტკიცებდა, რომ ლაპარაკი იყო არა კოსმოსურ, არამედ ნიმუშების დედამიწისეული ნივთიერებებით დანაგვიანებაზე.

 ახალი კვლევის დროს მეტი ინტერესი სხვა ფაქტმა გამოიწვია. მინერალების ანალიზმა აჩვენა, რომ ხსენებულმა მეტეორიტებმა წარსულში ძლიერი თერმული ზემოქმედება გადაიტანეს – ათას გრადუსზე მეტი ცელსიუსით.

 გამოდის, რომ მეტეორიტების ”მშობლიური” ობიექტები – ასტეროიდები – ან ურთიერთშეჯახებებით, ან რადიოაქტიური ელემენტების დაშლის შედეგად დანაწევრდნენ. ასეთ პირობებში კი ამინომჟავების ჩამოყალიბება ძნელი წარმოსადგენია.

 მართლაც, სხვა მეტეორიტებში, როგორც გოდარდის ცენტრის ასტრობიოლოგები გვიხსნიან, რთული ორგანიკა ძირითადათ სტრეკერის სინთეზით ყალიბდება. ის კი მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს, წყლის, ალდეჰიდების, კეტონების, ამიაკის და ცინიდების მონაწილეობით.

 აქ კი საქმე სრულიად განსხვავებულ მექანიზმთან გვაქვს, რომლებიც მაღალ ტემეპრატურებზე ხორციელდება(საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ანალოგიური დასკვნა სკრიპსის ინსტიტუტის მეცნიერებმაც გააკეთეს, რომლებიც 2008 წელს ჩამოვარდნილი მეტეორის ნატეხებს იკვლევდნენ).

 ნასას სპეციალისტებმა ორგანული ჯაჭვების თავისებურებები გააანალიზეს, მათი ოზოტოპური პარამეტრები და დაასკვნეს, რომ ეს ფიშერ-ტროპშის პროცესია, რომელსაც მრეწველობა ხელოვნური ნახშირწყლების, საპოხი მასალების და ხელოვნური ბენზინის მისაღებად იყენებენ.

 აღსანიშნავია ისიც, რომ ამინომჟავების მიღების შესძლებლობა ფიშერ-ტროპშის პროცესით წლების წინ იქნა დამტკიცებული.

 ასტეროიდებზე ასეთი ”სამზარეულოს” ფორმირება ქვის ფორებშია შესაძლებელი, რომლებიც საჭირო გაზების ნაზავს შეიცავენ, ასევე მინერალებს კატალიზატორების როლში. საინტერესოა, რომ ასეთი რეაქციების ჩასატარებლად თხევადი წყალი არ არის აუცილებელი – საკმარისია წყალბადი, ნახშირბადის მონოოქსიდი და აზოტიც.

 გამოდის, რომ ზოგიერთი პრებიოტური კომპონენტები მზის სისტემაში უფრო ადრე ჩამოყალიბდნენ, დიდი ზომის ციური სხეულების ჩამოყა ჩამოყალიბებამდე, თხევადი წყლით მათზე. ისინი პროტოპლანეტარული ნისლეულის მტვროვან ნაწილაკებშიც კი შეიძლება გაჩენილიყვნენ, დასძენენ ნასელები(დეტალურად ნახეთ აქ – Meteoritics and Planetary Science).


Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *