მეცხრამეტე საუკუნეში კომეტას ცივილიზაციის განადგურება შეეძლო

 1883 წლის აგვისტოში, მექსიკელმა ასტრონომმა ხოსე ბონილიამ რამდენიმე ფოტო გადაიღო, რომლებზეც მზის დისკოს ფონზე მოძრავი 447 ობიექტია გამოსახული. ჟურნალ Lastronomie-მ ფოტოები 1886 წელს გამოაქვეყნა, კომენტარში ეწერა, რომ ტელესკოპის ხედვის არეში ფრინველები ან მწერები მოხვდა. მოგვიანებით, მოვლენა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის(ამო) პირველ დოკუმენტურ მტკიცებულებად ჩათვალეს.

 მოვლენიდან 120 წლის მერე, გეოფიზიკის ინსტიტუტის ასტრონომთა ჯგუფი, მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტიდან, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უცნაური ობიექტები დაშლილი კომეტის ფრაგმენტები იყო, რომლებიც დედამიწას საშიშ დისტანციაზე მოუახლოვდა. მათი აზრით, ობიექტებმა დედამიწას 583 დან 8 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრინა. ფრაგმენტების სიგანე 46-დან, 795-მდე მეტრი იყო, სიგრძე – 68დან, 1 კილომეტრამდე. მთლიანობაში, კომეტის მასა ჰალეის კომეტაზე 8-ჯერ მეტი მაინც იქნებოდა.
  კომეტის გარშემო დაფიქსირებული ნისლეული იმაზე მიუთითებს, რომ კომეტა აღმოჩენამდე არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიშალა. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ შეჯახების შემთხვევაში 3275 ტუნგუსკის კატასტროფის ტოლფასი აფეთქება მოხდებოდა, რაც დედამიწაზე ყველანაირი სიცოცხლის განადგურებას გამოიწვევდა(პირველი რუსული კომეტა ნაწილებად დაიშალა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.