ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ორმაგი ბირთვი

 „როზეტას“ მიერ გადაღბულ ფოტოებზე კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკო ნელ-ნელა მკაფიო მოხაზულობებს იღებს, აღმოჩნდა, რომ მისი ფორმა გაცილებით რთულია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

 მეცნიერთა გასაკვირად, ამ კომეტას, როგორც ჩანს, ორმაგი ბირთვი აქვს. 16 ივლისს, პლანეტარული საზოგადოების წევრმა ემილ ლაქდავალმა, 14 ივლისს გადაღბული, კომეტის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. მათზა კარგად ჩანს, რომ კომეტა ერთმანეთთან კონტაქტში მყოფი ორი ნაწილისგან შედგება.

 ფოტოებიდან გამომდინარეობს, რომ კომეტის საერთო ბირთვი ორმაგ სისტემას წარმოადგენს, შედმგარს სხვადასხვა ზომის ორი ობიექტისგან. ბოლო მონაცემების მიხედვით, ბირთვის მთლიანი ზომა 4 კილომეტრია 3,5 კილომეტრზე, რაც ნავარაუდევს ემთხვევა, რისი დადგენაც „ჰაბლისა“ და „სპიცერის“ საშუალებით ადრე მოხდა.

 ასტრონომთა აზრით, ეს ორი ობიექტი ოდესღაც ერთმანეთს დახლოებით 3 მეტრი წამში სიჩქარით შეეჯახნენ და გაერთიანდნენ. საფრანგეთის კოსმოსური საგენტოს ინფორმაციით, ორბირთვიანი სტრუქტურა „როზეტას“ პრობლემებს ვერ შეუქმნის, თუმცა მასზე დასაშვები ზონდის – „ფილი“, დასმა გართულდება, რადგან კომეტის რთული ფორმა შესაძლო დაჯდომის ზონებს ამცირებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.