ეს ბაქტერიები ელექტრობით იკვებებიან

 ცოცხალ არსებათა უმრავლესობა ”საწვავად” შაქარს იყენებს, რომელიც ელექტრული რეაქციებისთვის არის აუცილებელი. ბაქტერიათა ზოგიერთი სახეობა, სხვა ორგანიზმებისგან განსხვავებით, ენერგიას სუფთა სახით იღებენ – ისინი ფაქტიურად ელექტრონებით იკვებებიან(New Scientist).

 სამხრეთ კალიფორნიის ბიოლოგებმა გამოავლინეს ბაქტერია – Mariprofundus ferrooxydans PV-1, რომელიც უარყოფით ნაწილაკებს უშუალოდ რკინის ელექტროდებიდან შთანთქავს, ყოველგვარი შაქარისა და სხვა მკვებავი ნივთიერებების გარეშე. ყველაფერი მარტივია: მიწაში ჩარჭობილ ელექტროდში დენს ვატარებთ და მიკროორგანიზმთა მოსავალს ვიღებთ, რომლებიც ელექტრობის ”საჭმელად” მოდიან!

 ვერდიქტი ასეთია – ბაქტერიათა რვაზე მეტ სახეობას, მათ შორის საკმაოდ გამორჩეული თვისებებით, ელექტრონების გამოყოფა და შთანთქმა შეუძლიათ. მაგალითად, ასობით ათასი ბაქტერია დაახლოებით 2,50 სანტიმეტრის სიგრძის ჯაჭვს ქმნიან და ზღვის წყლიდან ენერგიას იღებენ. ასეთი ”ძაფები” სპილენძის მსგავსი ელექტროდის როლს ასრულებენ.

 ამ თვისებას პრაქტიკული გამოყენებაც შეიძლება მოვუძებნოთ, ავტონომიური კვების წყაროს მქონე სხვადასხვა სასარგებლო მოწყობილობების შექმნით, ნამდვილი ”ბიომანქანები”, მაგალითად, წყლის ”ცოცხალი ფილტრები” და ”ბიოგამტართა” ქსელები ნიადაგში. და ბოლოს, ამ აღმოჩენამ მეცნიერები ბიოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის მართებულობში დაარწმუნა: ორგანიზმს გადარჩენისთვის ენერგიის მინიმალური რაოდენობა სჭირდება(სიცოცხლე).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=3j_gJ2teK5E

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.