შავი ხვრელებით გაჯერებული სამყაროს ნაწილი

  წარმოდგენილი სურათი, შავი ხვრელების ყველაზე უფრო მაქსიმალური კონცენტრაციით, 5000 სავსე მთვარის დისკოს ზომის სივრცეს დაიკავებდა ღამის ცაზე. ყველა ეს შავი ხრელი, ნაძვის ხის მოსართავი სათამაშოებივით რატომ გამოიყურება?

 მაღალი მგრძნობელობა მისი ოპტიკის განსაკუთრებული კონსტრუქციით მიიღება, რომელიც მაღალი მგრძნობელიბის ელექტრონულ გადამწოდებზე მაფოკუსირებელი 4 სპეციალური სარკისაგან შედგება. „ჰაბლისგან“ განსხვავებით, „ჩანდრა“ თავისი მსხვილი ნაწილით „იყურება“ კოსმოსში , რადგან რენტგენის სხივებისთვის ჩვეულებრივი ჩაზნექილსარკიანი ტელესკოპი არ გამოდგება. „ჩანდრა“ ორი სხვადასხვა ტიპის, ზემაღალი სიზუსტით გაპრიალებული, ერთმანეთში ჩასმული ოთხი პარაბოლური და ოთხი ჰიპერბოლური სარკეებისგან შედგება. ნასას წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ობსევატორიით, 19 კილომეტრის მანძილზე მდებარე ნებისმიერ საგზაო ნიშანზე წარწერის წაკითხვაა შესაძლებელი, ასეთი მონაცემების ხარჯზე იმ ნაწილაკთა რენტგენის გამოსხივების გამოჭერაა შესაძლებელი, რომლებიც წამის მერე შავი ხვრელის მოვლენათა ჰროზონტს იქეთ ხვდება. ასეთი ძლიერი მაჩვენებლების მიუხედავად, ”ჩანდრას” მთელი მოწყობილობა 2 კილოვატ ენერგიას მოიხმარს, რაც საყოფაცხოვრებო უთოს სიმძლვარეს შეესაბამება.

 ეს სურათი, Deep Field South Survey(სამხრეთის ცის ღრმა დამზერა)-ს სახელით ცნობილი პროექტის ჩარჩოებში ჩატარებული, რენტგენის დიაპაზონში ცის ყველაზე უფრო ღრმა დამზერით იქნა მიღებული, რომელიც 12 კვირის განმავლობაში, ნასას ამ დიაპაზონის ფლაგმანი კოსმოსური ობსერვატორიის – ”ჩანდრა”, საშუალებით მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, შავი ხვრელები სინათლეს არ ასხივებს. საქმე ისაა, რომ მასთან მიახლოებული ვარსკვლავთშორისი გაზი ძალიან ცხელდება და რენტგენის დიაპაზონის მძლავრ სხივებს უშვებს. მოწითალო ფერით, შედარებით მცირე ენერგიის სხივებია შეფერადებული, ცისფრად კი ენერგიის კოლოსალური გამონაფრქვევები.

 აქ წარმოდგენილი გამოსახულება, საერთო სურათის ცენტრალური ნაწილია, რომელშიც შავი ხვრელების კონცენტრაცია მაქსიმალურია. შუაში, შედარებით მკრთალი ლაქები, დედამიწიდან 12,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე შავი ხვრელებია, რაც ჩვენს მიერ სამყაროს დამზერის შესაძლებლობის ზღვარს წარმოადგენს.

 ასეთი ზეღრმა კოსმოსური დაკვირვებები, ზემასიური შავი ხვრელების ზრდის შესახებ ჩვენ წარმოდგენებს აფართოებს(როგორც აღმოჩნდა, ძირითადად 10 000-100 000 მზის მასის მქონე ხვრელებიდან). ამ ობიექტებთან დაკავშირებული ზოგიერთი ასპექტი, მაგალითად, როგორ შთანთქავს ასე სწრაფად გალაქტიკების ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელი ისეთი დიდი რაოდენობის მატერიას, რომ მილიარდობით მზის მასამდე მძიმდება, ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება(ჩანდრასეკარის ზღვარი; ყველაზე დიდი ზემასიური შავი ხვრელი?!.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.