ღამის ცა Pan-STARRS-გან

 ეს მოზაიკური გამოსახულება, ობსერვატორია Pan-STARRS-ში მიიღეს. 1,8 მეტრიანი სარკით აღჭურვილი ტელესკოპი, მთა ჰალეაკალაზე მდებარეობს, კუნძულზე – მაუი (ჰავაი). ჩრდილოეთ პოლუსი სურათის ცენტრშია. წრიული ფორმის გარე კიდე 30 გრადუსიან დახრილობას შეესაბამება, სწორედ ამ ზღვრამდეა შესაძლებელი სამხრეთის ცის დანახვა ჰავაიდან. ჩვენი გალაქტიკის სიბრტყეში მდებარე ვარსკვლავებით მდიდარი სივრცეები და კოსმოსური მტვრის ღრუბლები, მთელ ამ სურათს მოიცავს, ელვარე ცენტრალური ნაწლით ქვემოთ. ამ გამოსახულების მიღება ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ტელესკოპით Pan-STARRS (პანორამული დამზერის ტელესკოპი და სწრაფი რეაგირების სისტემა), რომელიც ამჟამად ცის ციფრული დამზერის ყველაზე მძლავრი სისტემაა. 2017 წელს, სწორედ მისი საშუალებით დამტკიცდა, რომ მზის სისტემის სტუმარი, ასტეროიდი ოუმუამუა, ვარსკვლავთშორისი წარმოშობისაა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.