მეათიათასე ასტეროიდი

 ასტრონომებმა, დედამიწის მახლობლად მოძრავი მეათიათასე ასტეროიდი აღმოაჩინეს. ობიექტი, 2013 წლის 18 ივნისს, ტელესკოპ Pan-STARRS-1-ით დაარეგისტრირეს. ასტეროიდმა საახელიც მიიღო – 2013 MZ5.
Pan STARRS-1 matrica ” ათი ათასი ასტეროიდის აღმოჩენა, რომლებიც პერიოდულად დედამიწას უახლოვდება, აღსანიშნავი მოვლენაა. თუმცა თითქმის ყველა საშიში ასტეროიდი რომ ვიცოდეთ, ამაზე 10-ჯერ მეტი მსგავსი ობიექტი უნდა მოვძებნოთ” – ამბობს პროგრამის კოორდინატორი ლინდლი ჯონსონი.
 დედამიწის მახლობლად მოძრავი

 ასტეროიდები და კომეტები, პლანეტას 45 მილიონი კილომეტრის მანძილზე შეიძლება მოუახლოვდეს. მათი ზომა რამდენიმე მეტრიდან ათეულ კილომეტრამდე ფარგლებში ვარირებს. მაგალითად, ყველაზე უფრო დიდი ასეთი ასტეროიდის – 1036 Ganymed, დიამეტრი 31,66 კილომეტრია.
300 მეტრიანი 2013 MZ5-ის ორბიტა კარგადაა შესწავლილი, ის დედამიწისთვის საშიში არ არის.

 პირველი დედამიწის მახლობლად მოძრავი ასტეროიდი 1898 წელს აღმოაჩინეს. ასი წლის განმავლობაში სულ 500 ასეთი ობიექტი იქნა აღმოჩენილი. თუმცა, მას მერე, რაც ნასამ 1998 წელს პროგრამა NEO Observations აამოქმედა, ეს რიცხვი რამდენიმე ათასამდე გაიზარდა. ამ 10 000 ასტეროიდის 10%-ს კილომეტრზე მეტი ზომა აქვს (საშიში ასტეროიდები).

One comment

  1. უფრო სწორედ მატრიცა კიარ მოცავს ცის 3/4-ს, არამედ ტელესკოპი ასკანირებს…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.