ფიზიკოსებმა სამყაროები შეაჯახეს

 კანადელი მეცნიერები კომპიუტერული პროგრამის სტესტირებაზე მუშაობენ, რომელიც სამყაროთა ბუშტულების(კოსმოლოგიური ბუშტულების) შეჯახების ემულაციას მოახდენს. ეს ყველაფერი მულტისამყაროს ჰიპოთეზის შესამოწმებლად არის საჭირო, მის შესადარებლად დამზერად რეალობასთან.

 ფიზიკოსები იმედოვნებენ, რომ ორი კოსმოლოგიური ბუშტულას შეჯახებას გარე დამკვირვებლის პოზიციიდან დანახავენ. კერძოდ, მეცნიერები ჩვენი სამყაროს ბუშტულას სხვა ბუშტულასთან შეჯახების იმიტირებას გეგმავენ. მოდელირებისთვის საჭიროა ინფორმაცია, რომელიც ამ ობიექტებში მხოლოდ გრავიტაციული ძალებისა და მატერიის შესახებ მოგვითხრობს.

 სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ასე, ისინი რეალისტური სამყაროების მოდელირებასაც შეძლებენ, რომლებიც სინამდვილეს შეიძლება შეეფერებოდნენ, და სამყაროთა მოდელებს, რომელთა რეალურად არსებობა დიდ ეჭვებს იწვევს.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=w0uyR6JPkz4

 ჰიპოთეზა მულტისამყაროს შესახებ უამრავ სამყაროთა არსებობას ვარაუდობს: ყოველ ასეთ სამყაროში ფუნდამენტალურ კონსტანტათა და მათთან დაკავშირებული ფიზიკური კანონებით. ამ კონცეფციაში ჩვენი სამყარო ამ უამრავ სამყაროთაგან ერთ-ერთია.

 კოსმოლოგიური ბუშტულა – ობიექტი მოდელი, რომლის ტერმინებით ცალკეული სამყაროების ჩასახვისა და ევოლუციის აღწერაა შესაძლებელი, მულტისამყაროს ჰიპოთეზის ჩარჩოებში. თავდაპირველად ასეთი აღწერა სტატისტიკური ფიზიკის ამოცანასთან არის დაკავშირებული, ახალი ფაზის ბუშტულათა გაჩენის შესახებ, რომელშიც მათი დინამიკა და ურთიერთქმედება განიხილება.

 მეცნიერთა თქმით, კოსმოლოგიური ბუშტულების შეჯახების მოდელირება პირველად მოხერხდა. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი ნამუშევარი მულტისამყაროს ჰიპოთეზის ექსპერიმენტულად შემოწმების რაიმე ხერხებსაც გამოავლენს(სამყარო: მრავლობითი თუ მრავალვარიანტიანი?; მოკლედ კოსმოლოგიური მოდელის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.