მარცხენა ფეხით მთვარეზე

 1969 წლის 20 ივლისს, ამერიკელმა ასტრონავტებმა ნილ არმსტრონგმა და ედვინ ოლდრინმა, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, მთვარეზე დაშვება განახორციელეს. არმსტრონგმა მთვარის მოდულის ლუქი გახსნა, კიბეზე დაეშვა, მთვარეზე მარცხენა ფეხი დააბიჯა და ყველასათვის ცნობილი სიტყვები წარმოთქვა: ”ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, ხოლო გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის”. ამ ფრაზამ საგაზეთო სათაურის სახით მთელი მსოფლიო მოიარა.

 nabiji mtvareze gazetshi
1969 წლის 21 ივლისი. საიგონი (ახლა ჰოშემინი). ამერიკელი სამხედროები სამხრეთ ვიეტნამში ადგილობრივ გაზეთს (The Saigon Post) კითხულობენ. სტატიის სათაურში ნათქვამია – ”ადამიანები მთვარეზე დადიან”, ოდნავ ქვემოთ სტატიაა – ”მის სამყაროს” გვირგვინის მფლობელი მანილელი გოგონა გახდა”.

 ბაზ ოლდრინი, მეორე ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დაადგა, აცხადებს, რომ მისია ”აპოლო 11”-ის მსველობისას ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) დაინახა. პირველად ამის შესახებ 2005 წელს, Science Channel-ის რეპორტიორს განუცხადა. თუმცა შემდეგ თქვა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

 Entertainment Tonight-მა განაცხადა, რომ ბატონმა ოლდრინმა პროგრამისთვის მიცემული ინტერვიუ არ უარყო. პროგრამა დამატებით მტკიცებულებებს ეძებს, რომ არამიწიერ ცივილიზაციებს მთვარეზე ობოექტები გააჩნიათ. ბაზ ოლდრინი სოცილური ქსელის – Reddit, მომხმარებლების კითხვებს პასუხობდა, მათ შორის ამო-ს შესახებაც.

 ”აპოლო 11”-ით მთვარისკენ ფრენის დროს, ფანჯრიდან სინათლე დავინახე, რომელიც ჩვენთან ერთად მოძრაობდა. ვნახე ორი კოსმოსური აპრატი… ტექნიკური ენით მათ ”ამოუცნობი ობიექტები” შეიძლება ვუწოდოთ” (აპოლო 16: მოგზაურობა მთვარეზე; ედგარ მიჩელი და უცხოპლანეტელები).

 ”ჩვენ კარგად გვესმოდა, რა იყო ეს. დედამიწაზე დაბრუნების მერე ნანახი ზუსტად აღვწერეთ. მე ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი გარე სამყაროსთვისაც უნდა მოგვეყოლა, ყველა ადმიანისთვის, თუმცა ასე არ მოხდა. წლების მერე გამიჩნდა საშუალება ნანახის შესახებ სხვა ქვეყნის ტელევიზიით მომეთხრო. უფოლოგები ა.შ.შ-დან ამის გამო ჩემზე ძალინ ბრაზობდნენ”.oldrini alienebze

”თვითონ უცხოპლანეტელები არ გვინახავს. უჩვეულო დაკვირვებები ესქტრაორდინალურ მტკიცებულებებს ითხოვენ. კარლ საგანის თქმით (სიცოცხლის ყველა ფერი), ჩვენს გალაქტიკაში უცხოპლანეტელები იქნებიან, არსებობენ მილიარდობით სხვა გალაქტიკებიც. მაღალია ალბათობა იმისა, რომ სადღაც სხვა სიცოცხლეც არსებობს… თუმცა მანძილები, რომელთა გადალახვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად არის საჭირო, ასეულობით სინათლის წელს შეიძლება უტოლდებოდეს” (გალაქტიკათშორისი ფრენები ფერმის პარადოქსს კიდევ უფრო ართულებენ;უცნაური კრატერი მთვარეზე – კოსმოსური ხომალდის კვალი?!).

 ზოგერთები ამბობენ, რომ NASA, უცხოპლანეტელების გამო არ დაბრუნდა მთვარეზე, რომ ბაზ ოლდრინს, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი აუკრძალეს. ოლდრინის თქმით, მთვარეზე ფრენები რესურსების არასწორი გამოყენებაა. NASA-ს მოღვაწეობა და რესურსები ”მთვარის იქეთ, მარსისკენ უნდა იყოს მიმართული, ამისთვის მზადება წითელი პლანეტიდან ორ ნაბიჯზე შეიძლება მოხდეს, მის ბუნებრივ თანამგზავრებზე”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.