ირმის ნახტომის შორეული ორი ვარსკვლავი

 ასტრონომებმა ორი ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომლებიც ჩვენს გალაქტიკას ეკუთვნიან, დედამიწიდან ყველაზე უფრო შორ მანძილზე, ვიდრე გალაქტიკის სხვა უკვე ცნობილი ვარსკვლავები. როგორც ჩანს, მეცნიერბს ზოგიერთი თეორიების გადამოწმება მოუწევთ, რომლებიც ჩვენი გალაქტიკის საზღვრებსა და იქ მიმავალი პროცესების მათმატიკურ მოდელებს ეხებიან. ამ ვარსკვლავებამდე(ULAS J0744+25 და ULAS J0015+01) მანძილი 775 და 900 ათასი სინათლის წელია შესაბამისად, რაც დაახლოებით ხუთჯერ მეტია მანძილზე, რომელიც მეზობელ ჯუჯა გალაქტიკასმაგელანის დიდ ნისლეულს გვაშორებს.

 ”ამ ვარსკვლავებამდე მანძილი წარმოუდგენლად დიდია. სინათლემ, ვარსკვლავ ULAS J0015+01-დან დედამიწისკენ მოგზაურობა მაშინ დაიწყო, როცა ჩვენი შორეული წინაპრები ცეცხლის ანთებას სწავლობდნენ” – ამბობს ჰავერფორდ კოლეჯის ასტრონომი ჯონ ბოჩანსკი.

 ირმის ნახტომის საზღვრები 100 ათასი სინათლის წლის ზომის ძირითდი დისკოდან ძალიან შორსაა. ძირითადი დისკო იმ იშვიათი ვარსკლავების ჰალოთია შემოფარგლული, რომლებიც, ალბათ, სხვა ჯუჯა გალაქტიკების შთანთქმისას დარჩნენ(ვარსკვლავური ჰალო ირმის ნახტომის კიდეზე).

 ცივი წითელი გიგანტები გაცილებით დიდ იშვიათობას წარმოადგენენ, ვიდრე წითელი ჯუჯები, რომლებზეც ირმის ნახტომის ვარსკვლავთა 70% მოდის(დამალული მასა). მიუხედავად ამისა, ცივი წითელი გიგანტების ელვარება ჯუჯებისაზე ათეულობით ათასჯერ მეტია, რითაც მათი აღმოჩენა დიდ დისტანციაზეც შეიძლება. ”ეს ყველაფერი თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს, ოღონდ ჩვენი ”ზვინი” მილიონობით წითელ ჯუჯას შეიცავს” – ამბობს ბოჩანსკი(ვარსკვლავი).

ukirt_infra telescope
ukirt.

 ასტრონომებმა დეტალურად შეისწავლეს ფოტები, რომლებიც ბრიტანული ტელესკოპის(Infrared Telescope, ჰავაიზე) და ცის სლოანისეული ციფრული დამზერის(SDSS), რომელშიც ნიუმექსიკოში არსებული ტელესკოპები იყვნენ ჩართულნი, გადაიღეს. ხსენებული ვარსკვლავების აღმოჩენის დამატებითი მტკიცებულებები არიზონას ობსერვატორია MMT-ს 6,5 მეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპის სპექტრომეტრით იქნა მიღებული.

MMT MULTI SARKEEBIT DA ERTIT
 ამ ტელესკოპის აბრივიატურა იშიფრება როგორც მრავალსარკიანი ტელესკოპი, თუმცა საბოლოოდ, 2000 წელს, მისი სარკეები ერთი მთლიანი, 6,5 მეტრის დიამეტრის სარკით შეცვალეს, ახალა მას ”ახალ MMT”-ს უწოდებენ.

 ორი ახალი ვარსკვლავის ყოველმხრივი კვლევით, სხვადასხვა მეთოდებით, დამტკიცდა, რომ ეს ვარსკვლავები მინიმუმ 50%-ით შორს არიან მზიდან, ვიდრე ირმის ნახტომის დანარჩენი ვარსკვლავები. ხოლო ყველაზე ახლო დიდი გალქტიკა, ანუ ანდრომედა, დედამიწას დაშორებულია მანძილით, რომელიც ULAS J0744+25 და ULAS J0015+01-მდე მანძილზე მხოლოდ სამჯერ მეტია(გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა).

 ”თუ ჩვენ ირმის ნახტომის გარე ჰალოში ვარსკვლავთა მნიშვნელოვანი რაოდენობა აღმოვაჩინეთ, მაშინ რიგი ასტრონომიული მოდელების კარდინალური კორექცია გახდება საჭირო”- დასძენს ბოჩანსკი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.