მოკლედ კოსმოლოგიური მოდელის შესახებ

 ΛCDM (ლამბდა სი-დი-ემ) – ლამბდა-ცივი ბნელი მატერია, თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელია, რომელშიც სივრცობრივ-ბრტყელი სამყარო ჩვეულებრივ მატერიასთან ერთად, ბნელი ენერგიითა (აღიწერება კოსმოლოგიური მუდმივა ლამბდათი აინშტაინის განტოლებებში) და ცივი ბნელი მატერიით არის შევსებული. ამ მოდელის მიხედვით, სამყაროს ასაკი 13,82 მილირდი წელია (მაინც რა ასაკისაა სამყარო?).

 კოსმოლოგიურ მასშტაბებზე ეს მოდელი, ფარდობითობის ზოგად თეორიას, გრავიტაციის თეორიის ყველაზე მართებულ თეორიად მიიჩნევს. ის 90-იანი წლების ბოლოს გაჩნდა და სივრცობრივად ბრტყელ სამყაროს ინფლაციით ხსნის.

 თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელების უმრავლესობა კოსმოლოგიურ პრინციპს ეფუძნება, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენი ადგილი სამყაროში რაიმე განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა, რომ დიდ მასშტაბებზე სამყარო ყველა მიმართულებითა და ყველა ადგილიდან ერთგვაროვნად გამოიყურება (იზოტროპულია). ეს პოსტულატი უპირობო მოთხოვნა-პოსტულატი არ არის, არამედ პრეზუმპციაა – ანუ ჩაითვლება მართებულად, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდა.

 მოდელში შედის სამყაროს გაფართოება (ადრეული სამყარო), რომლის საუკეთესო მტკიცებულებად შორეული გალაქტიკებისა და კვაზარების (კვაზარებმა სამყაროს აჩქარებული გაფართოება დაამტკიცეს) კოსმოლოგიური წითელი წანაცვლება ითვლება.

 1965 წელს, დიდი აფეთქების მთავარი მტკიცებულება, კოსმოსური მიკროტალღური ფონი იქნა აღმოჩენილი. ამ მომენტიდან მიღებულია ჩაითვალოს, რომ დროთა განმავლობაში სამყარო ფართოვდება, მანამდე კი მკვრივსა და გავარვარებულ მდგომარეობაში იყო (რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?).

 გაფართოების სიჩქარე სამყაროს შემადგენელი მატერიის ტიპსა და ენერგიაზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, სამყაროს მთლიანი სიმკვრივე ე.წ. კრიტიკულ სიმკვრივეზე მეტია თუ ნაკლები. 70-იან წლებში, კოსმოლოგთა ყურადღებას მხოლოდ სუფთად ბარიონული მატერიის (ჩვეულებრივი, ხილული მატერია) მოდელი იპყრობდა (ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია), თუმცა ასეთი მიდგომით გალაქტიკების ფორმირების ახსნა ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული (ფრიც ცვიკი(Fritz Zwicky) და ვალტერ ბაადე (Valter Baade)). 80-იანი წლების დსაწყისში ნათელი გახდა, რომ ეს პრობლემა გადაიჭრება თუ ვივარაუდებთ, რომ ცივი ბნელი მატრია ჩვეულებრივ მატერიაზე დომინირებს.

 80-იან წლებში ჩატარებული კვლევების უმრავლესობა კრიტიკული სიმკვრივის ცივი ბნელი მატერიის მოდელზე ახდენდა ფოკუსირებას, ბნელი ენერგიის 95 %-იანი და ბარიონების 5%-იანი თანაფარდობით: ამ კვლევებმა გალაქტიკებისა და მათი გროვების ფორმირების პრობლემა გადაჭრა, თუმცა 90-იანებში გაირკვა, რომ გალაქტიკათა მსხვილმასშტაბიანი განაწილება რელიქტური გამოსხივების ანიზოტროპულობის გათვალისწინებით, ამ მოდელს ეწინააღმდეგებოდა.

 მოდელი ლამბდა-ცივი ბნელი მატერია, სტანდარტული მაშინ გახდა, როცა 1998 წელს, სამყაროს აჩქარებით გაფართოება იქნა აღმოჩენილი (ნობელის პრემია ბნელი ენერგიისგან), რამაც ზემოთ ხსენებული წინააღმდეგობები მარტივად და თავისითავად გამორიცხა (არაგაფართოებადი სამყაროს მოდელი; დიდი აფეთქება, “ჯეიმს ვები” და “პანიკა”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.