კვაზარებმა სამყაროს აჩქარებული გაფართოება დაამტკიცეს

 მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა იაპონიიდან და ა.შ.შ-დან სამყაროს აჩქარებით გაფართოებისა და ბნელი ენერგიის არსებობის კიდევ ერთი მტკიცებულება მიიღო. მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა, ხოლო მისი პრეპრინტი შეგიძლიათ ნახოთ arXiv.org-ზე.

 გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ დიდი აფეთქების დროიდან სამყარო აჩქარებით ფართოვდება. ეს აღმოჩენა ე.წ. Ia-ს ტიპის ზეახლებზე დაკვირვებით მოხერხდა, რისთვისაც სოლ პერლმუთერს და ადამ რისს, ასევე ავსტრალიელ ბრაიან შმიდტს 2011 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ. აჩქარებული გაფართოების ასახსნელად მეცნიერებს ბნელი ენერგიის ცნების შემოღება მოუხდათ.

 ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა სამყაროს გაფართოების სიჩქარის შესაფასებლად დამოუკიდებელი სტატისტიკური მიდგომა გამოიყენეს. გარკვეული თეორიული სამუშაოების ჩატარების მერე, მათ დაადგინეს, რომ სივრცის გაფართოების(აჩქარებით, აუჩქარებლად, შენელებით) განსხვავებული „ფორმატები“ დამზერადი „კოსმოსური მირაჟების“ რაოდენობასთანაა დაკავშირებული.


ამ შემთხვევაში გრავიტაციული ლინზა ტელესკოპსა და შორეულ კვაზარს შორის ერთ ხაზზე მყოფი გალაქტიკაა.

 ასე შეარქვეს მკვლევარებმა კვაზარების გრავიტაციული ლინზირებით გაჩენილ მრავალჯერად გამოსახულებებს, რაც კვაზარებიდან გამოსხივებული სინათლის სხივების ზემასიური ობიექტის მძლავრი გრავიტაციით გადახრითაა დამოწვეული. ზოგჯერ, ასეთი ზემოქმედების გამო კვაზარიდან წამოსული სინათლე ორად იყოფა და დედამიწელი დამკვირვებელი ერთი და იგივე კვაზარს ორგან ხედავს. 10 წლიანი მუშაობის განმავლობაში მეცნიერთა ჯგუფმა 100-მდე კვაზარის გამოსახულება შეისწავლა, რომლებზეც მონაცემები ცის სლოანისეული ციფრული აღწერის(SDSS) პროგამით იქნა შეგროვებული.

 ამათგან და ადრე აღმოჩენილი მირაჟებიდან 19 კვაზარი იქნა ამორჩეული, რომელთა საფუძველზეც მეცნიერება თავიანთი სტატისტიკური ჰიპოთეზა შეამოწმეს. როგორც აღმოჩნდა, დაშორების მიხედვით კვაზართა განაწილება ყველაზე უფრო უკეთ აჩქარებით გაფართოებადი სამყაროს ჰიპოთეზას ეთანხმება.

 უფრო მეტიც, ახალი შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ ბნელი ენერგია კოსმოლოგიურ მუდმივასავით იქცევა – იმ დამატებასავით, რომელიც აინშტაინმა გრავიტაციული ურთიერთქმედების აღმწერ განტოლებაში შემოიტანა. ცნობილია, რომ აინშტაინმა ეს იმიტომ გააკეთა, რათა მიეღო სტატიკური სამყარო, ანუ არც გაფართოებადი და არც კუმშვადი. თუმცა, ჰაბლის მიერ კოსმოსის გაფართოების აღმოჩენის მერე მეცნიერმა კოსმოლუგიურ მუდმივას თავისი „ყველაზე უფრო დიდი შეცდომა“ უწოდა. თავის მხრივ, აჩქარებით გაფართოების აღმოჩენის მერე, ცხადი გახდა, რომ აინშტაინის კოსმოლუგიური მუდმივა იდუმალ ბნელ ენერიაზე შეიძლება იყოს პასუხის მგებელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.