კეკის ობსერვატორიის უახლესი სპექტრომეტრი

 ასტრონომებმა, რომლებიც ჰავაიზე არსებულ კეკის ობსერვატორიაში მუშაობენ, სპექტროსკოპით – MOSFIRE, რომელიც შორეული გალაქტიკების ინფრაწითელ დიაპაზონში კვლევისთვისაა განკუთვნილი, პირველი გამოსახულება მიიღეს. ამის შესახებ ობსერვატორიის ოფიციალურ საიტზე დაიწერა.

 პირველ გამოსახულებაზე ”ანტენების” სახელით ცნობილი ურთიერთქმედი გალაქტიკები აღიბეჭდა. ისინი 4 აპრილის ღამეს გადაიღეს, მაუნა-კეას მთაზე, იმ დროისათვის ცის ცუდი ხილვადობის მიუხედავად.

 სპექტრომეტრი MOSFIRE(Multi-Object Spectrometer For Infra-Red Exploration – ინფრაწითელ სპექტრში რამდენიმე ობიექტის ერთად საკვლევი სპექტრომეტრი) ტელესკოპ კეკ I-ზე დააყენეს, ერთ-ერთზე ორიდან, რომლებისგანაც ობსერვატორიის ბინოკულარული წყვილია შექმნილი. სხვა სპექტრომეტრებისგან ის უფრო ღრმა ინფრაწითელი(970-დან 2450 ნანომეტრამდე) გამოსხივების მიმართ მგრძნობელობითა და ასჯერ გაზრდილი დამზერის სივრცით გამოირჩევა. ახალ მოწყობილობას ერთბაშად 46 ობიექტის კვლევა შეუძლია, რომელთა შორის შეიძლება იყოს ვარსკვლავები, გალაქტიკები და ყავისფერი ჯუჯებიც კი(ობიექტები შუალედური მასებით ვარსკვლავებსა და პლანეტებს შორის). MOSFIRE-ს მგრძნობელობა ბევრჯერ აჭარბებს არსებულ ანალოგებს და გაცილებით მცირე დროს ხარჯავს საკვლევ ობიექტებს შორის გადართვებზე. სითბური ხარვეზებისგან დასაცავად მოწყობილობა -153 გრადუსამდეა გაცივებული.

 ახალი ინსტრუმენტის დახმარებით, ასტრონომები გეგმავენ შეაგროვონ მონაცემები ადრეული სამყაროს შესასწავლად, როცა ამჟამად არსებული გალაქტიკების უმრავლესობა ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, მკვლევარები სპექტრომეტრის ე.წ. რეიონიზაციის ეპოქის შესასწავლად გამოყენებასაც აპირებენ, დიდი აფეთქების მერე 500 მილიონიდან 1 მილიარდ წლამდე, როცა სამყაროს ”ბნელი საუკუნეები” დასრულდა და პირველი სინათლე გამოჩნდა.

 ობსერვატორია, ჰავაიზე კუნძულებზე, 4 კილომეტრის სიმაღლეზეა განთავსებული და ჰოვარდ კეკის სახელს ატარებს, ამერიკელი ბიზნესმენის, რომელმაც ობსერვატორიის მშენებლობისთვის 1985 წელს 70 მილიონი დოლარი გაიღო. ობსერვატორიის შემადგენლობაში ორი ტელესკოპი შედის, მცირე ზომის სარკეებით აწყობილი 10 მეტრიანი ჩაზნექილი სარკეებით. ისინი ზომით მეორე ადგილს იკავებენ კანარის დიდი ტელესკოპის მერე, რომლის სარკის დიამეტრი 10,4 მეტრია.

 ახლახანს, კეკის ობსერვატროიაში სხვა სპექტროსკოპის – HIRES, საშუალებით მოლეკულური წყალბადი იქნა აღმოჩენილი – ვარსკვლავების პირველადი ”სამშენებლო” მასალა.

(http://keckobservatory.org).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.