გალაქტიკა ანტენების შერკინება

 ყორანის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე ორი გალაქტიკის ბრძოლა გრძელდება. აქ კი შემთხვევის ადგილის სულ ახალი ფოტოა წარმოადგენილი(“ანტენების” ბრძოლა). როცა ორი გალაქტიკა ერთმანეთს ეჯახება, მათში შემავალ ვარსკვლავებს იგივე არ ემართება, რადგან გალაქტიკა ხომ ძირითადად ცარიელი სივრცეებისგან შედგება: რანაირადაც არ უნდა ბრწყინავდნენ ვარსკვლავები, მოცულობის მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებენ ისინი. ნელი შეჯახებისას, რომელიც ასეულობით მილიონი წელი გრძელდება, ერთი გალაქტიკა მეორეს ხლეჩს და მათი გაზ-მტვროვანი მასები ერთმანეთს მართლაც ეჯახება. ტიტანების ბრძოლისას, მტვრის ბნელი სვეტები იქ ჩნდება, სადაც მოლეკულური ღრუბლები გალაქტიკების შეჯახების დროს იკუმშება, რითაც მილიონობით ახალი ვარსკვლავის(ვრცლად) ანთების პროვოცირებას ახდენს. ზოგიერთი მათგანი გრავიტაციულად დაკავშირებული ხდება და მასიურ ვარსკვლავურ გროვებს აყალიბებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.