რატომ არის სამყაროში ასე ცოტა ვარსკვლავი?

 ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარები, შეიძლება, სამყაროს ერთ-ერთი გამოცანის ამოხსნის საქმეში სწორ გზას დაადგნენ: რატომ არის სამყაროში სწორედ იმდენი ვარსკვლავი, რამდენსაც ვხედავთ, და არა მეტი?(The Astrophysical Journal).

 მეცნიერებმა GRIPS-ით მიღებული ახალი მონაცემები გამოიყენეს, რითაც გაზისა და მტვრისაგან შემდგარი დიდი ღრუბლის მაგნიტური ველების ძალწირების ზუსტი რუკა შეადგინეს.

 პროექტს GRIPS(ინფრაწითელი გამოსიხვების პოლარიზაციის კვლევა გალაქტიკურ სიბრტყეში), პერკინსის 1,8 მეტრიანი ტელესკოპის ბაზაზე, ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერები ახორციელებენ.

 ვარსკვლავები ფორმირდება, როცა ვარსკვლავთშორის გიგანტურ ღრუბლებში ე.წ. ბირთვები ჩნდება, რომლებიც გრავიტაციის ხარჯზე გარშემო მყოფ გზებს თავისკენ იზიდავს. მთლიანობაში, მეცნიერთათვის ვარსკვლავების ფრომირების ეტაპები გასაგებია, თუმცა ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის ინტენსიურობა გამოცანად რჩება. არსებული მოდელების მიხედვით, სამყაროში ათჯერ მეტი ფორმირების პროცესში მყოფი ვარსკვლავი უნდა იყოს, ვიდრე რეალურად არის – თითქოს ამ პროცესს რაღაც უშლის ხელს.

    მოლეკულარულ ღრუბლებს ზოგჯერ ვარსკვლავურ აკვანს უწოდებენ, რადგან მათში ახალი მნათობები იბადება.

 ინფრაწითელი პოლარიზაციის გაზომვათა ანალიზის მერე მკვლევარებმა, გაზურ ღრუბელში, რომელიც 6000 სინათლის წლის იქეთ, არწივის თანავარსკვლავედში მდებარეობს, სუსტი მაგნიტური ველი აღმოაჩინეს. გიგანტური ღრუბელი, 120 სინათლის წლის ზომით, 17 000 მზის მასის გაზსა და მტვერს შეიცავს. მიუხედავად ამისა, მისი შთამბეჭდავი ზომების მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ მაგნიტური ველის ინდუქცია საშუალოდ 5 მიკროგაუსს უტოლდება – 100-ჯერ მცირე ვიდრე დედამიწის მაგნ. ველია(ყველაზე ძლიერი მაგნიტები).

 გარდა ამისა, ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ღრუბელში შვიდი შესქელებაც აღმოაჩინეს, 100 მზის მასებით. ამ სქელ ბირთვებში, სადაც თეორიის მიხედვით ვარსკვლავები უნდა ჩამოყალიბდეს, გაცილებით ძლიერი მაგნიტური ველებია, რომლებიც გრავიტაციულ კოლაფსს(1) ეწინააღმდეგება, რითაც ბირთვების საკუთარი მასის ზემოქმედებით შეკუმშვა და ახალი ვარსკვლავის ანთება უნდა მოხდეს.

 ”ის, რომ სუსტი მაგნიტური ველები ვარსკვლავების ფორმირებას ეწინააღმდეგება, ძალიან უცნაური ფაქტია, თუმცა, ალბათ, ხსენებულ ღრუბელში სწორედ ამას ვხედავთ” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი რობ მარჩინსკი(ვილჰელმ ოლბერსის პარადოქსი).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.