ვარსკვლავების სფერული გროვა M15

 ვარსკვლავების ელვარე სფერულ გროვას – M15, მნათობები ფუტკრებივით ესევიან. ეს 100 000-ზე მეტი ვარსკვლავისგან შემდგარი სფერო, ჩვენი გალაქტიკის ახალგაზრდობის დროინდელი ნარჩენია. უშორესი წარსულიდან მოყოლებული, გალაქტიკის ცენტრის გარშემო ბრუნავს.

 M15 – ის დანახვა ბინოკლითაც არის შესაძლებელი. გამოირჩევა ვარსკვლავების მაღალი კონცენტრაციით ცენტრში. გროვაში ძალიან ბევრი ცვალებადი ვარსკვლავი და პულსარია. 120 სინათლის წლის ზომის გროვას ეს მკაფიო გამოსხაულება კოსმოსური ობსერვატორიის – „ჰაბლი“, საშუალებით არის გადაღებული. ადვილი შესამჩნევია, თუ როგორ იზრდება ვარსკვლავების კონცენტრაცია პერიფერიებიდან ცენტრისკენ. M15, ჩვენგან 35 000 სინათლის წლითაა დაშორებული, პეგასის თანავარსკვლავედის მიმართულებით. გროვას ცენტრში  ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *