სამი პროტოვარსკვლავი

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, ჩასახვის პროცესში მყოფი სამი ვარსკვლავისგან შემდგარი სისტემის აღმოჩენის შესახებ გააკეთა განცხადება(Nature; NRAO).

 პერსევსის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 800 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ნისლეულში – ბარნარდ 5(B5), ახალგაზრდა პროტოვარსკვლავი და მასთან გრავიტაციულად დაკავშირებული სამი შესქელება დაიმზირება. ეს უჩვეულო ობიექტები დაახლოებით 40 000 წლის მერე სამი ვარსკვლავის ფორმრიებას მოახდენს.

 თითოეული შესქელების მასა სამი მზის მასის მესამედზე მეტი არ არის, ხოლო მათ შორის მანძილი 3000-დან 11000-მდე ასტრონომიულ ერთეულს აღწევს. როგორც მოდელირებამ აჩევნა, დაახლოებით ნახევარი მილიონი წლის მერე, სამი ასეთი წარმონაქმნი სტაბილური სტრუქტურის ფორმირებას მოახდენს, ხოლო მეოთხე – სისტემიდან ამოვარდება.


Green Bank Telescope. ა.შ.შ-ს ნაციონალური რადიოასტრონომიული ობსერვატორიის პარაბოლური რადიოტელესკოპი, გრინ ბენქში მდებარეობს(დასავლეთ ვირჯინია). სენატორ რობერტ ქარლაილ ბირდის სახელობის ტელესკოპი მწყობრში 2000 წელს შევიდა. თეფშის ზომაა – 100/110 მ.-ზე. შესაძლებლია მისი ნებისმიერი მიმართულებით მობრუნება. მისაღები ტალღების მინიმალური სიგრძე – 6 მმ. მონაწილეობდა ლანიაკეას სამგანზომილებიანი რუკის შედგენაში. ობსერვატორიის ტერიტორიაზე უსადენო კავშირის გამოყენება აკრძალულია, იქ სრული რადიოსიჩუმეა. ამის გამო მის ახლოს, რადიოგამოსხივებისადმი ზემოგრძნობიარე ადამიანების დასახლებაც კი გაჩნდა(ამ დაავადების თუ ფსიქიური აშლილობის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის). სატრანსპორტო საშუალებად, მხოლოდ დიზელის ძრავიან მანქანებს იყენებენ, სანაპერწკლე სანთლების რადიოგამოსიხვების გამო. წინა საუკუნის 60-იან წლებში, აქ სხვა დიდი რადიოტეელსკოპიც მუშაობდა, რომელიც უეცრად დაიშალა. სპეციალისტებმა ლითონის “დაღლით” ახსნეს ეს, ხოლო უფოლოგებმა, უცხოპლანეტელებს დააბრალეს 😉

 B5-ში ადრე მხოლოდ ერთი ვარსკვლავი დაიმზირებოდა, თუმცა, ტელესკოპებით – VLT(ძალიან დიდი რადიოტელესკოპი), GBT(გრინ ბენქი) და JCMT(ჯეიმს კლარქ მაქსველი)-ის საშაულებით კიდევ სამი შესქელება გამოვლინდა.

s proto b5_shi
JCMT.

 ასტრონომები არ გამორიცხავენ, რომ მზეც არის ვარსკვკლავი, რომელმაც თავისი ფორმირების ადგილი ასეთნაირადვე დატოვა(აღმოჩენილია მზის ძმა; ვარსკვლავი-მონსტრი იბადება; ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.