რატომ არის ასტეროიდი ულტიმა ტულე ბრტყელი?

 2019 წლის დასაწყისში, კოსმოსურმა აპარატმა ”ნიუ ჰორაიზონსი” (New Horizons), ადამიანების მიერ შესწავლილ ყველაზე შორეულ ობიექტთან, ასტეროიდ ულტიმა ტულესთან ახლოს გაიფრინა. ნასას მიერ წარმოდგენილ ფოტოზე ის ჰანტელს ჰგავს. ახლა კი ირკვევა, რომ ეს წარმოდგენა მცდარი აღმოჩნდა, ობიექტს შებრტყელებული ფორმა აქვს, თან მისი ერთი ნაწილი მეორეზე უფრო ბრტყელია.

 ულტიმა ტულეს ფორმაზე ახალი წარმოდგენა, მოპოვებული კადრების ანალიზით გაჩნდა. ეს ფოტოები ”ნიუ ჰორაიზონსმა” 8000 კილომეტრის მანძილიდან გადაიღო, რომლებზეც ასტეროიდი სხვადასხვა კუთხით ჩანს.

 პროგრამის ხელმძღვანელის, ალან სტერნის თქმით, ულტიმა ტულე, ფაქტიურად, ბლინივით ბრტყელია. ფოტოებზე ის ნახევრად არის განათებული და შეიძლება მისი შემადგენელი ორი ნაწილის სისქე მეტი აღმოჩნდეს (წყვეტილი ხაზი).

 ამ ფაქტმა ასტრონომები საგონებელში ჩააგდო, რადგან მზის ორბიტაზე ასეთი ფორმის ობიექტი ჯერ არავის შეუმჩნევია. ამ გამოცანის ამოხსნა, მზის სისტემის ფორმირების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებისთვის საჭირო ერთ-ერთი მთავარი გასაღები იქნება (ჰიპოთეზა გაზისა და მტვრის დისკოს შესახებ; კიდევ ულტიმა ტულეს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.