ახალგაზრდა ვარსკვლავის ჭავლი მეზობელ გალაქტიკაში: უნიკალური ფოტო

 ამ ფერად ფოტოზე გამოსახული, მაგელანის დიდ ღრუბელში მდებარე სივრცე სახელად LHA 120-N 180B, მრავალკომპონენტური სპექტროსკოპული მიმღებით გადაიღეს (MUSE), რომელიც ყველაზე დიდ ტელესკოპზეა (VLT/ESO) დამონტაჟებული. N180 B ეკუთვნის ნისლეულთა ტიპს, რომელსაც H II-ს უწოდებენ (გამოითქმება როგორც ჰაშ-ორი ან ეიჩ-ორი). ასეთი ნისლეულები ახლადაბადებული ვარსკვლავების აკვნებია.

 მაგელანის დიდი ღრუბელი, ირმის ნახტომის ჯუჯა მეზობელია, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროდან დაიმზირება. იქამდე მანძილი 160 000 სინათლის წელია, ანუ ლამის ჩვენი გალაქტიკის საზღვართან მდებარეობს. გარდა ამისა, ჩვენსკენ თავისი სიბრტყით არის მობრუნებული და N180 B-ს მსგავსი ობიექტების დამზერას აადვილებს.

 H II რეგიონები, იონიზირებული წყალბადის ვარსკვლავთშორის ღრუბლებს წარმოადგენს, უბრალოდ, წყალბადის ბირთვებს – პროტონებს (სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი). აქ დაბადბული მასიური ახალი ვარსკვლავების გამოსხივება, გაზს აიონიზირებს და შთამბეჭდავ ფერწერულ სურათებსაც ქმნის. N180 B-ს ფორმის განსაკუთრებულობა ისაა, რომ კოლოსალური ზომის ბუშტი, ოთხი შედარებით პატარა ნისლეული-ბიშტებით არის შემოფარგლული.

წითელი და ლურჯი – ჭავლებია, ვარსკვლავის პოლუსებთან, საპირისპირო მხარეებზე მიმართული ნაწილაკების კონები.

 ამ მანათობელი ღრუბლის წიაღში MUSE-მ ჭავლი (”ჯეტი”) აღმოაჩინა, რომელიც მზეზე 12-ჯერ დიდმა ახლახანს დაბადებულმა ვარსკვლავმა გამოაფრქვია. ჭავლი ჰერბიგ-ჰარო 177, იგივე HH 1177, ფოტოზე დეტალურად ჩანს. ირმის ნახტომის გარეთ მდებარე ასეთი ჭავლის დანახვა ძალიან ძნელია, აქ კი ასტრონომებს მაგელანის დიდი ნისლეულის ვარსკვლავური მტვრით სიღარიბე დაეხმარა, HH 1177 ოპტიკურ დიაპაზონშიც კი ჩანს. ეს ჭავლი აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე გრძელია: 33 სინათლის წელი.

 HH 1177, ვარსკვლავის ადრეულ ისტორიაზე ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება. ნაწილაკთა კონა მაღალი ხარისხითაა  კოლიმირებული: თითქმის არ იშლება მთელ თავის სიგრძეზე. ეს ჭავლები ვარსკვლავების შემომფარგლავ აკრეციულ დისკოსთან ასოცირდება და ახლადდაბადებულ ვარსკვლავებთან ნივთიერებათა დაგროვების პროცესზე შეუძლია მოგვითხროს. ასტრონომებმა დაადგინეს, რომ კოლიმირებულ ჭავლებს HH 1177-ის მსგავსი მცირე მასის ახალი ვარსკვლავებიც უშვებენ, ანუ მასიური ვარსკვლვების ფორმირების პროცესიც ასეთი შეიძლება იყოს.

ასეთს დავინახავდით აკრეციულ დისკოს, ზემოდან რომ დაგვეხედა. გაზის შესქელებები მომავალში ვარსკვლავად და პლანეტებად შეგროვდება.

 MUSE-ეს მოდერნიზირება ხლახანს მოხდა: მას ადაპტიური ოპტიკის მოწყობილობა მიუერთეს, რომელთან ერთადაც პირველი ფართოკუთხიანი დაკვირვებები 2017 წლიდან დაიწყო. ადაპტიური ოპტიკა ESO-ს (ევროპის სამხრეთული ობსერვატორია) ტელესკოპებს ატმოსფეროს ლივლივით გამოწვეული ხარვეზების კომპენსირების საშაულებას აძლევს. მოციმციმე და მოცახცახე ვარსკვლავების ნაცვლად, მკაფიო და მაღალი გარჩევადობის გამოსახულებები მიიღება. ამის მერე, ვიწრო დამზერის რეჟიმიც იქნა რეალიზებული, რითაც MUSE-ს გარჩევადობა კოსმოსური ”ჰაბლი”-ს შესაძლებლობლებებსაც კი უწევს კონკურენციას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.