კურდღლის R: ვამპირის ვარსკვლავი

 კურდღლის R, ჰაინდის ჟოლოსფერი ვარსკვლავის სახელითაც არის ცნობილი. ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ რასელ ჰაინდმა ასე აიღწერა იგი:”… სისხლის წვეთი შავ ფონზე”. კურდღლის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავამდე მანძილი 1360 სინათლის წელია. ეს არის ვეშაპის მირას ტიპის ცვალებადი ვარსკვლავი, ნათობის ცვლის 14 თვიანი პერიოდით. კურდღლის R ევოლუციის ბოლოზეა, ის ძალიან ცივი წითელი გიგანტია, ნახშირბადის მაღალი შემცველობით. ნახშირბადი, ვარსკვლავის ბირთვთან ახლოს ჰელიუმის თერმობირთვული წვით სინთეზირდება და გარე ფენებში კონვექციით გადადის(დუღილი)(თერმობირთვული რეაქცია – ვარსკვლავების ენერგიის წყარო). შედეგად, ვარსკვლავის ატმოსფერო ნახშირბადის მარტივი ნაერთებით ივსება – CO, CH, CN и C2. ცივი ვარსკვლავები ენერგიის მეტ ნაწილს წითელ და ინფრაწითელ დიაპაზონებში ასხივებენ. წიაღიდან ამომავალ სუსტ ცისფერ სხივებს ნახშირბადი მთლიანად შთანთქავს და ვარსკვლავს გადაჯერებულ წითელ ფერს სძენს. კურდღლის R, ნახშირბადით მდიდარ გარსს ვარსკვლავთ შორის სივრცეში ანიავებს, ძლიერი ვარსკვლავური ქარის სახით და ე.წ. პლანეტურ ნისლეულად(ვარსკვლავი) გადაქცევის სტადიაზე უნდა იყოს(დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.