კრატერი რისი

 ეს არის თანამგზავრიდან გადაღებული კრატერი – ნიორდლინგის რისი (ან უბრალოდ რისი), ბაავრიის დასავლეთ საზღვართან (გერმანია). მისი დიამეტრი 24 კილომეტრია, ხოლო კიდეები ცენტრიდან 200 მეტრზეა აზიდული. ის 15 მილიონი წლის წინათ გაჩნდა, ერთკილომეტრიანი ასტეროიდის ვარდნით. იგივე კოსმოსური სხეულის მცირე ფრაგმენტი კი 42 კილომეტრით დასავლეთით ჩამოვარდა და კრატერი შთაინჰაიმი წარმოქმნა (150 მეტრი).

 მთის ქანებმა აქ უზარმაზარი ტემპერატურისა (20 000°С) და წნევის (მილიონამდე ბარი) ზემქომედება გადაიტანა. კრატერის ძირითადი სტრუქტურის ფორმირება 10 წუთში მოხდა, ხოლო თვითონ ციური სხეული მთლიანად განადგურდა. მისი არანაირი კვალი აღმოჩენილი არ არის და კრატერის მეტეორიტულ წარმოშობაზე მხოლოდ გადნობით წარმოქმნილი ქანების შემადგენელზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ – ეს იყო ახონდრიტი (ახონდრიტები, მრგვალი ფორმის ჩანართების არმქონე ქვის მეტეორიტებია. სტრუქტურითა და შემადგენლობით, დედამიწისეულ ბაზალტებს ჰგავს. ყველა ახონდრიტმა სხვადასვა ხარისხის დნობა გადაიტანა, სწორედ ამ პროცესმა გააქრო მათში ხონდრები. ახონდრიტები, ნაპოვნი მეტეორიტების 8% შეადგენსხონდრიტები და ახონდრიტები).

 ვარდისფერი – ძველი გრანიტი და გნეისები, ყავისფერი – ტრიასული ქვიშა და ფიქალი, ცისფერი – იურული დანალექი კარბონატული ქანები, ჭუჭყიანი ყვითელი – მესამეული ასაკის ქვიშა, ელვარე ყვითელი – მეტეორიტის მასა, ჟოლოსფერი – გამდნარი ქანები, ფორთოხლისფერი – ზუვიტები (geopark-ries.de).

 წინა საუკუნის 60-იან წლებამდე ითვლებოდა, რომ კრატერს ვულკანური წარმოშობა აქვს, რადგან მის კიდეებზე არსებული ქანები თავისებურ ვულკანურ ტუფად და ბრექჩიად შეიძლებოდა ჩათვლილიყო – ვულკანურად აქტიური რეგიონებისთვის დამახასიათებელი ქანები.

ალმასი რისის კრატერიდან.

 თუმცა, დეტალური დათვალიერებით გაირკვა, რომ არსებობს ვულკანური ამოფრქვევის პროდუქტებისგან განმასხვავებელ ნიშანთა მთელი რიგი. პირველად აქ აღმოჩენილი და ზუვიტად წოდებული ქანები (Suevia – შვაბიის ისტორიული ნაწილის ლათინური სახელი), მინერალებს შეიცავს, რომლებიც მხოლოდ მეტეორული შეჯახებით წარმოქმნილი მაღალი ტემპერატურისა და წნევის ზემოქმედებით ფორმირდება.

 კრატერიდან ამოტყორცნილი გამდნარი კლდის ფრაგმენტები ჰაერშივე გაცივდა და წვეთების ფორმა მიიღო – ტექტიტი. მომწვანო შეფერილობას რკინა აძლევს, ძალიან პოპულარულია კოლექციონერთა და იუველირთა შორის.

 ზუვიტში აღმოჩენილი პირველი ასეთი მინერალი იყო ქოესითი (SiO2), რითაც გეოლოგებმა, იუჯინ შუმეიკერმა და ედვარდ ჩაომ, რისის კრატერის მეტეორული წარმომოშობა დაამტკიცეს. ჩაო იყო პირველი, ვინც ბუნებრივი ქოესიტი და სილიკატებისთვის (SiO2) დამახასიათებელი, მაღალი წნევის ქვეშ წარმოქმნადი ფაზა – სტიშოვიტი აღმოაჩინა. იუჯინ შუმეიკერი, უფრო, კომეტა შუმეიკერ-ლევის პირველაღმომჩენად არის ცნობილი. მოგვიაებით, ამ ქანებში ალმასიც იქნა აღმოჩენილი. ამ ალმასის საერთო რაოდენობა 72 000 ტონამდე იქნება, თუმცა ვერაფერში გამოიყენებ: ალმასის მარცვლების ზომა მილიმეტრზე მცირეა.

 კრატერი მალევე შეივსო წყლით, გაჩნდა მცენარეულითა და ცხოვებელით მდიდარი მარილიანი ტბა. შემდეგ, ტბა ამოშრა, ხოლო მასში მცხოვრებთა გაქვავებული ნაშთები დღემდე შემორჩა.

 კრატერის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში ქალაქი ნორდლინგენი მდებარეობს. ქალაქის ისტორიული ნაწილი, გერმანიაში ყველაზე უკეთესად შემონახული შუა საუკუნეების დროინდელი ციხესიმაგრის კედლით არის შემოფარგლული, ეკლესიის სამრეკლოთი ცენტრში. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, ამ სამრეკლოდან რისის კრატერში არსებული დანარჩენი 99-ვე ეკლესია ჩანს. ეკლესია, კედლები და ქალაქის ნაწილი სწორედ ზუვიტით არის აშენებული. ეს ყველაფერი კი, ფაქტიურად, ძალიან მცირე ზომის ალმასის წვეთებისგან შემდგარ რკალშია ჩასმული (ასტროჭრილობები).

ქალაქი ციხესიმაგრე ნორდლინგენი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.