საიდან იუპიტერზე წყალი?

 კოსმოსური ობსერვატორია „ჰერშელი“-ით, იუპიტრის ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებული წყლის წარმოშობა დადგინდა.

 წყალი იქ, იუპიტერთან 1994 წელს, შუმეიკერ-ლევის კომეტის შეჯახებით მოხვდა. პლანეტაზე ერთი კვირის განმავლობაში ვარდნილმა ფრაგმენტებმა, იუპიტერის სამხრეთ ნახევარსფეროში ბნელი ლაქები გააჩინა, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიმზირებოდა.

 ეს მოვლენა ასტრონომთათვის მზის სისტემის ობიექტების შეჯახების პირდაპირი დაკვირვების პირველი შემთხვევა იყო. დაკვირვებებს პროფესიონალი და არაპროფესიონალი ასტრონომები ზედაპირული ტელესკოპებითა და ორბიტალური „ჰაბლი“-თ ახდენდნენ.

 მეცნიერებმა, დაფიქსირებული წყლის, ატმოსფეროს ქვედა ფენებიდან მაღლა მოხვედრა გამორიცხეს, რადგან წყლის ორთქლი ყინულოვან „ხაფანგს“ ვერ გაივლიდა, რომელიც სტრატოსფეროს მის ქვევით მდებარე ტროპოსფეროსგან გამოყოფს. შესაბამისად, წყალი იუპიტერის ატმოსფეროში მხოლოდ გარედან თუ მოხვდებოდა. მისი წყაროს დასადგენად 15 წელი მოცდა გახდა საჭირო, სანამ ორბიტაზე ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე „ჰერშელი“ გავიდოდა და მისი საშუალებით, ატმოსფეროში წყლის ვერტიკალური და ჰორიზონტალური განაწილების რუკა შედგებოდა

 აღმოჩნდა, რომ იუპიტერის სამხრეთ ნახევარსფეროში 2-3-ჯერ მეტი წყალია, ვიდრე ჩრდილოეთში, ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია შეჯახების ადგილებში შეიმჩნევა. გარდა ამისა, მთელი წყალი მაღალ სიმაღლეებზეა თავმოყრილი. ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ იუპიტერის ატმოსფეროს წყლის 95% კომეტის ჩამოვარდნას უკავშირდება.

 ალტერნატიულ წყაროდ პლანეტათშორისი მტვრის უწვრილესი ნაწილაკები შეიძლება იყოს განხილული, რომლებიც იუპიტერზე ეცემა. ასეთ შემთხვევაში წყალი თანამბრად უნდა იყოს გადანაწილებული, თან ქვედა ფენებამდეც, რაც არ ხდება. არც იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრებია ისე განლაგებული, რომ მათი ზედაპირებიდან აორთქლებული წყალი ამ გიგანტზე დაილექოს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.