კოსმოსური ვისკი

 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე(სკს) 3 წლის განმავლობაში დატოვებული ვისკი, მისმა შემქმნელებმა დააგემოვნეს(The Guardian).

 ტესტირებით დადგინდა, რომ ორბიტაზე გატარებული დროის განმავლობაში ”კოსმოსური ვისკი” შეიცვალა და დედამიწაზე დატოვებულ საკონტროლო ნიმუშს აღარ ჰგავდა. ამ სასმელისთვის დამახასიათებელი კვამლის ნოტები კიდევ უფრო მეტად გაიხსნა და გემოც უფრო რთული გაუხდა. დედამიწაზე ასეთი თვისებების მქონე ვისკი ჯერ არავის დაუმზადებია.

 ნიმუში 2014 წლის შემოდგომაზე დააბრუნეს ორბიტიდან. სკს-ზე 2011 წლის ოქტომბერში აიტანეს, რათა დაედგინათ, როგორ მოქმედებს მის მომწიფების პროცესზე უწონობა. საექსპერიმენტო ნიმუში დაუყენებელ ვისკის წარმოადგენდა, დანახშირებული მუხის ხის პატარა ნაწილაკებით მასში, დამზადებული შოტლანდიაში, კუნძულ აილას სამხრეთ სანაპიროზე. ანალოგიური ნიმუში კი, ორბიტალური ექსპერიმებნტის დასრულებამდე, დედამიწაზე რჩებოდა(დნმ-მ ატმოსფეროში ექსტრემალურ ფრენას გაუძლო; პლანქტონი საერთაშორისო სადგურის ილუმინატორზე; ”ბიონის” დაბრუნება; ყველაზე ამტანი ხავსზე; კოსმოსური ალუბალი რამდენიმე წლით ადრე აყვავილდა; სპირტი უკანასკნელი 7,5 მილიარდი წლის განმავლობაში არ შეცვლილა).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=K2bSJxdI3Xw

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.