პლანქტონი საერთაშორისო სადგურის ილუმინატორზე

 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარებული ექსპერიმენტით – ”ტესტი”, გაირკვა, რომ სადგურის ზედაპირზე მოხვედრილმა მიწიერმა მიკროორგანიზმებმა კოსმოსურ რადიაციას, ვაკუუმსა და მიკროგრავიტაციას გაუძლეს. ამის შესახებ განცხადება სადგურის რუსული სეგმენტის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სოლოვიოვმა გააკეთა(პლანქტონი 3 მილიარდი წლის ქანებში).

 ”ილუმინატორის ზედაპირზე ზღვის პლანქტონის კვალი აღმოვაჩინეთ, მიკრონაწილაკების სახით. ეს ფაქტი შემდგომ კვლევებს მოითხოვს. ასეთი ფაზები ოკეანის ზედაპირზე გვხვდება და ბაიკანურისთვის(საიდანაც სტარტები ხორციელდება) დამახასიათებელი არაა. გამოდის, რომ არის ჰაერის აღმავალი ნაკადები, რომლებიც შედმეგ სადგურის ზედაპირზე ილექებიან” – ამბობს სოლოვიოვი.

 სოლოვიოვი სადგურის ზედაპირის მაღალ დაბინძურებაზეც საუბრობს. ეს ყველაფერი კოსმოსური ხომალდების ძრავათა მუშაობისა და ასტრონავტების ღია კოსმოსში გასვლისას გამოტყორცნილი ჰაერის გამო ხდება. ”ახლა სპეციალურ სამუშაოებს ვატარებთ, რათა რამენაირად ილუმინატორების გაპრიალება-გასუფთავება მოხდეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივპერიოდიანი კოსმოსური ფრენების დროს” – დასძენს სოლოვიოვი(ჩერნობილის აეს-თან ჩიტები ცხოვრობენ; კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.