კვაზარი Q2237+0305

 ესპანელი მეცნიერების ჯგუფმა(გრანადის უნივერსიტეტი), ისტორიაში პირველად, დედამიწიდან 5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე კვაზარის შავი ხვრელის პარამეტრების შესწავლა მოახერხა, რაშიც მათ გრავიტაციული ლინზირების მოვლენა დაეხმარა. ამ ობიექტის კვლევა, გალაქტიკაშივე არსებული ვარსკვლავების ჯამური სიკაშკაშით არის შეზღუდული(შორეული გალაქტიკის უძლიერესი გამოსხივება).

 კვაზარი – (ინგლ. quasar – quasi stellar radio source – კვაზი ვარსკვლავური რადიოწყარო) – არაგალაქტიკური(ირმის ნახტომს გარეთ) ობიექტების კლასი, გამორჩეული ძალიან მაღალი ნათობით და ისეთი მცირე კუთხური ზომებით, რომ წლების განმავლობაში ეს ობიექტები ვარსკვლავები ეგონათ.
თანამედროვე წარმოდგენებით კვაზარი არის გალაქტიკის კაშკაშა ცენტრალური ობიექტი, რომელიც ასხივებს 10 ტრილიონჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე მზე, ნათობა კი ძალიან ცვლადია მთელ რადიოდიაპაზონში.

 ერთი თეორიის მიხედვით, კვაზარი არის განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი გალაქტიკა, რომელშიც ზემასიური შავი ხვრელი შთანთქავს გარშემო მდებარე მატერიას, მეორეს მიხედვით კი პირიქით, გალაქტიკის ევოლუციის ბოლო ეტაპია, ან ჯერჯერობით უცნობი რამ. კვაზარი პირველად 1960 წელს აღმოაჩინეს როგორც რადიოწყარო, ვარსკვლავის მსგავსი ოპტიკურ დიაპაზონში(კვაზარი).

Q2237+0305 linzirebuli

 კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ესპანელმა მეცნიერებმა კვაზარის გარშემო მოძრავი მატერიისგან შემდგარი დისკოს  ზუსტი ზომები დაადგინეს, რაც კვაზარის ოთხი გამოსახულების ელვარების ცვლილებაზე დაკვირვებით გახდა შესაძლებელი. კვაზარი Q2237+0305 „აინშტაინის ჯვრის“ სახელითაც არის ცნობილი. გამოსახულების მისაღებად გამოყენებული იქნა პროგრამა OGLE(ოპტიკური გრავიტაციული ლინზირების ექსპერიმენტი) და GLITP(გრავიტაციულ ლინზირებაზე დაკვირვების საერთაშორისო პროექტი) მსვლელობისას დაგროვებული მონაცემები, რომლებიც 12 წელი და 9 თვე გრძელდებოდა, შესაბამისად.

httpv://youtu.be/PWuOKWgmPgk

 კვაზარი მისი ზემასიური შავი ხვრელის გარშემო მოძრავი, მილიარდი მზის მასის მქონე გავარვარებული მატერიის ხარჯზე ანათებს. ამ დისკოს ზომა მზის სისტემის ზომისაა, თუმცა დიდი მანძლის გამო, თანამედროვე მოწყობილობით მისი პარამეტრების პირდაპირი გაზომვა შეუძლებელია( შეიძლება ირმის ნახტომი გახდეს კვაზარი?).

 „ჩვენი მიღწევა ისაა, რომ ამხელა მანძლიდან დისკოს მატერიის სტრუქტურული ელემენტების გარჩევა შევძელით . ამაში კი გრავიტაციული ლინზირებით სინათლის გარდატეხა დაგვეხმარა. ეს იგივეა, რომ 100 ათასი კილომეტრის მანძლიდან პატარა მონეტა დაინახო“ – ამბობს ხორხე ჰიმენეს ვინსენტე(გრანადის უნივერსიტეტი).

 Q2237+0305-ის უნიკალურიბა ისაა, რომ 500 ცნობილი ელვარე კვაზარიდან, მხოლოდ მას ვხედავთ გრავიტაციული ლინზირებით(გრავიტაციული ლინზირება). მეცნიერების მიერ მიღებული ინფორმაცია, ზემასიურ შავ ხვრელთან უშუალო სიახლოვეში მიმავალი პროცესების, გალაქტიკების ფორმირების, შემდგომი ევოლუციისა და გალაქტიკათა გროვების ჩამოყალიბების უკეთ გაგებაში დაეხმარება მათ( ზეახლის აფეთქების ”გამეორება”…; კვაზარი ორი ზემასიური შავი ხვრელით ცენტრში; კიდევ კვაზარების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.