ირმის ნახტომის ცენტრის მკაფიო გამოსახულება

 რადიოტელესკოპი MeerKAT, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარეობს. ის ოფიციალურად 13 ივლისს გაიხსნა და უკვე, ჩვენიდან 25 ათასი სინათლის წლის იქეთ მდებარე ირმის ნახტომის ცენტრი, წარმოუდგენელი დეტალიზაციით გადაიღო.

 MeerKAT ჯერ კიდევ 2016 წელს ამუშავდა (ახალი მეგა რადიოტელესკოპი), თუმცა მაშინ მის განკარგულებაში მხოლოდ 16 ანტენა იყო, ახლა კიდევ 48 დაემატა. MeerKAT ყველაზე დიდი და მაღალი მგრძნობელობის რადიოტელესკოპია სამხრეთ ნახევარსფეროში (რადიო ობსერვატორია ALMA). მას სამხრეთ აფრიკის რადიო ასტრონომიული ობსერვატორია (SARAO) მართავს და ანტენათა კვადრატულ კილომეტრიანი მასივის პროექტის პირველი ნაწილია (ყველაზე სწრაფი ტელესკოპი).

 გაზისა და მტვრის სქელი ღრუბლების გამო, ჩვენი გალაქტიკის ცენტრის ხილულ დიაპაზონში დანახვა ძალიან ძნელია, ამიტომ რადიო დიაპაზონით იკვლევენ მას (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).

 პანორამული სურათი 1000/5000-ზე სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს. ფერებით კი სიგნალის სიძლიერეა ნაჩვენები: წითელი – სუსტი გამოსხივება, ყვითელი და თეთრი – მაღალი ინტენსიურობის სიგნალი.

 გამოსახულების ყველაზე ელვარე ნაწილი, გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის შემომფარგლავი სივრცეა (მშვილდოსანი A). სხვა ნათელი წერტილიები კი ზეახლების ნარჩენები და ვარსკვლავწარმომქნელი რეგიონებია, რომელთაგან ზოგის გადაღება საერთოდ ვერ ხერხდებოდა. გარდა ამისა, ჩანს ე.წ. ფილამენტების (კაშკაშა ვერტიკალური “ძაფები” ფოტოზე (1)) გამოსხივებაც. ეს წარმონაქმნები 1980-იან წლებში აღმოაჩინეს, დაიმზირება ზემასიურ შავ ხვრელთან ახლოს, სხვაგან არსად მთელი გალაქტიკის მასშტაბით, მათი ბუნება დაუდგენელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.