დღეღამტოლობა მბრუნავ დედამიწაზე

 როცა დღისა და ღამის გამყოფი ხაზი, იგივე – ტერმინატორი, ვერტიკალური ხდება, პლანეტა დედამიწაზე დღეღამტოლობა დგება, დღისა და ღამის ხანგრძლივობა პქარტიკულად ერთნაირია. ტერმინატორი, პლანეტის ნათელი და ბნელი მხარეების გამყოფი ხაზი, ზუსტად ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე გადის. წარმოდგენილი ვიდეორგოლი ამ მომენტს გვიჩვენებს, მასში მთელი ერთი წელიწადი 12 წამშია ჩატეული. თანამგზავრი „მეტეოსატი“, მდებარე გეოსტაციონარულ ორბიტაზე, დედამიწის ინფრაწითელ ფოტოებს ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს იღებდა. ჩანაწერი იწყება 2010 წლის სექტემბრით, დღეღამტოლობის დროს, როცა ტერმინატორი ვერტიკალური იყო. მზის გარშემო ბრუნვასთან ერთად, ტერმინატორი დახრის კუთხეს იცვლის, ჩრდილოეთი ნაკლებად არის განათებული და იქ ზამთარი იწყება. წელიწადი გრძელდება, ვიდეორგოლის შუაში 2011 წლის მარტის დღეღამტოლობა დგება, შემდეგ კი ტერმინატორი უკვე მეორე მხარეს იხრება, სამხრეთში ზამთარი დგება, ჩრდილოეთში კი ზაფხული. თანამგზავრის მიერ აღბეჭდილი წელიწადი სექტემბრის დღეღამტოლობით მთავრდება, რითაც მილიარდობითჯერ შესრულებულ მოგზაურობას კიდევ ერთი ემატება და ასე გაგრძელდება, სანამ მზის სისტემა იარსებებს (მზის დგომა, დღეღამტოლობა და სეზონების ცვლილება; ანალემა+).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.