ასტეროიდული ტანდემის კვალი შვედეთში

 შვედეთში კრატერები აღმოაჩინეს, ორმაგი ასტეროიდის დაცემით წარმოქმნის ძალიან მაღალი ალბათობით(BBC News).

 კრატერული ტბები ლოკნე და მალიგენი შვედეთის ჩრდილოეთში მდებარეობენ. მათ შორის მანძილი 16 კილომეტრია, ხოლო დიდის დიამეტრი დახლოებით 8,5 კილომეტრი.

 კრატერების ასტეროიდული წარმომავლობა, მათ ფსკერზე ნანახი მინერალების ანალიზითაც დადგინდა. გაბურღვით ამოღებულ ნიმუშებში აღმოჩენილი კვარცის ფორმა მხოლოდ წნევის მკვეთრი ზრდის შედეგად წარმოიქმნება.

 კრატერების ასაკის დადგენა ბიოლოგიური ნარჩენების ანალიზით მოხერხდა. ორივე მათგანის ასაკი 487 მილიონ წელიწადს უტოლდება, რამდენიმე ათასი წლის ცდომილებით, ამიტომ, თეორიულად, ორივე კრატერი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ასტეროიდის ვარდნით შეიძლებ იყოს გაჩენილი. მიუხედავად ამისა, მათი ახლო განლაგებისა და ერთნაირი ასაკის გათვალისწინებით, ამის ალბათობა ძალიან მცირეა(ასტროჭრილობები).

 პირდაპირი დაკვირვებებით მიღებული მონაცემების თანახმად, მზის სისტემის ასტეროიდთა დაახლოებით 15%-ს ორმაგი ბუნება გააჩნია(1998 QE2; ასტეროიდი ტაუტატისი), 3% მეორე ”ნახევრებისგან”  შორ დისტანციაზე მდებარეობენ და სწორედ ასეთებს შეუძლიათ ორი სხვადასხვა კრატერის წარმოქმნა(ორ ფენიანი კრატერები მარსზე; იტოკავას თავისი არაერთგვაროვნება აბრუნებს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.