ხელოვნური თანამგზავრების მაგისტრალი

 გაიყვანეთ თანამგზავრი ორბიტაზე რადიუსით 42 ათასი კილომეტრი (ზედაპირიდან 36 ათასი კილომეტრი) და ის ყოველ 24 საათში ერთხელ შემოუვლის ორბიტას. ეს, დედამიწის ბრუნვის პერიოდს ემთხვევა, ამიტომ გეოსინქრონულს უწოდებენ. თუ ორბიტა ეკვატორის სიბრტყეში მდებარეობს, თანამგზავრი, დედამიწის ზედაპირის სულ ერთი და იგივე ადგილის თავზე იქნება ”დაკიდებული”, რადგან გეოსტაციონარულ ორბიტაზეა გაყვანილი. როგორც ჯერ კიდევ ორმოციან წლებში ფანტასტი არტურ კლარკი წინასაწარმეტყველებდა, გეოსტაციონარული ორბიტა კავშირგაბმულობისა და ამინდზე დაკვირვების თანამგზავრებით არის დატვირთული, თუმცა ბევრმა ასტრომოყვარულმა ამის შესახებ კარგად არ იცის. ტელესკოპებით გადაღბულ ღამის ცის ღრმა გამოსახულებებზე, დაბალ ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრებიც შეიძლება აღიბეჭდოს, რომელთაც ჰორიზონტს ქვემოთ ჩასული მზე ანათებს (მაგ:. “ირიდიუმი“, 780 კმ.). თანამგზავრები, ვარსკვლავებიანი ცის ფონზე სწრაფად მოძრაობენ და ფოტოებზე კვლებს ტოვებენ, თითქოს მაგისტრალს აღნიშნავენ, რომელიც ციურ ლანდშაფტზე გადის. მაგალითად, ამ ფართოკუთხიან ხედზე, ორიონის თანავარსკვლავედის თითქმის ეკვატორულ რეგიონზე, ცალკეული გამოსახულებები ერთმანეთზეა დადებული, რათა 10 წუთიანი საერთო ექსპოზიცია იქნეს მიღებული. ჩანს ორიონის წელის ვარსკვლავები და ცნობილი ნისლეულები, ასევე ხელოვნური თანამგზავრების უამრავი (გეოსტაციონარული თანამგზავრების მაგისტრალები ;როგორ გადავიღოთ ირმის ნახტომი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.