ვენერას ატმოსფერული რგოლი

 ამ იშვიათ მოვლენას ცეცხლოვან რგოლსაც უწოდებენ. ჩეულებრივ, ის დაიმზირება მთვარის გარშემოც, მზის რგოლისებრი დაბნელების დროს, როცა ვენერა ან მერკური მზის დისკოს კვეთენ (ტრანზიტი). ამ ფოტოზე, ვენერას პირდაპირ მზის წინ არ გაუვლია. სრული ატმოსფერული რგოლი, ვენერას სქელ ატმოსფეროში მზის შუქის გარდატეხით გაჩნდა. აქ მზესა და ვენერას შორის ხილული მანძილი 1 გრადუსი იყო, შიდა შეერთების (მზესა და დედამიწას შორის ექცევა) მერე პლანეტა საღამოს ციდან, დილის ცაზე გადავიდა (“ცისკრის ვარსკვლავი”). ახლოს მდებარე მზის უზარმაზარი ელვარება ამ გამოსახულების მიღებას ძალიან ართულებდა, რის გამოც სპეციალური ფილტრი იქნა გამოყენებული. ცისფერი ფონი გვიჩვენებს, რომ ფოტო დღეა გადაღებული (პიტ ლოურენსი. ტორტონი, ლესთერშირი, ბრიტანეთი) (ვენერას ფაზები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.