ვარსკვლავური სისტემა WR 104, საფრთხე კოსმოსიდან

ეს გიგანტური ბზრიალა დედამიწას გაანადგურებს? ალბათ არა, თუმცა, ვოლფ-რაიეს უჩვეულო ვარსკვლავურ სისტემაში – WR 104, მოულოდნელი საფრთხე იქნა აღმოჩენილი. ერთმანეთის გარშემო მოძრავი ვარსკვლავებიდან ამოფრქვეული მაღალენერგიული ქარი, ასევე გაზურ-მტვროვანი მასები, ერთმანეთშია გადახლართული, რის გამოც ამ სისტემას გიგანტური ბრზრიალას ფორმა მიუღია. სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი, ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავი, ევოლუციის ბოლო სტადიაზე მყოფი გავარვარებული მდუღარე სფეროა, რომელიც ზეახლად ასანთებად ემზადება. ეს მოვლენა უახლოესი მილიონი წლის განმავლობაში შეიძლება მოხდეს(ან უკვე მოხდა, ვარსკვლავამდე მანძილი ხომ 8000 სინათლის წელია). მტვროვანი სტრუქტურის შესწავლით გაირკვა, რომ ამ კონსტრუქციას, ზუსტად ბრუნვის ღერძის გასწვრივ ვხედავთ, სწორედ ამ ღერძის მიმართულებით გამოსხივდება რელატივისტური ჭავლი(ჯეტი), თუ ზეახალს გამა-ანთებაც მოჰყვა. ასეთ კონფიგურაციაში სისტემა WR 104-ის ზეახალი საკმაოდ შთამბეჭდავი და უწყინარი სანახაობა იქნება. თუ დედამიწა უძლიერესი გამა-ანთების ჭავლის გზაზე აღმოჩნდება, ამ სხივისგან 8000 სინათლის წლის დისტანციაც კი ვერ დაგვიცავს. დღეისათვის, არც გამა-ანთბათა ჭავლები, არც სისტემა WR 104 არის ისე კარგად შესწავლილი, რომ საფრთხის დონის ზუსტი შეფასება მოხერხდეს(ცაზე ორი მზე იქნება?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.