ევროპისეული სიცოცხლის მტკიცებულება დედამიწაზე

 ა.შ.შ. და გერმანელმა გეოლოგებმა, ოკეანის ფსკერის ქვეშ, დედამიწის მანტიაში, უძველესი სიცოცხლის კვალი აღმოაჩინეს. მეცნიერთა აზრით, ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ გაზის გიგანტების ზოგიერთ თანამგზავრზეც, ყინულოვანი ოკეანეების ქვეშ, მაგალითად, ევროპაზე, სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს(whoi.edu).

 გეოლოგებმა შეძლეს აღმოეჩინათ მიკროორგანიზმების ნაშთები, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე 100 მილიონი წლის წინათ არსებობდა(ადრეული ცარცული პერიოდი). მიკროორგანიზმები, პორტუგალიის სანაპიროსთან, ზეკონტინეტის – პანგეა(მომავალი სუპერკონტინენტის ადგილი), უძველესი ნაპრალის მახლობლად აღმოაჩინეს, ოკეანის ფსკერიდან 690 მეტრის სიღრმეზე. საბურღი სამუშაოები აქ 1993 წლიდან დაიწყო.

dedam evropa gamokvleuli qanebi

 გაქვავებული მიკრობები, კალციტისა და ბრუსიტის მინერალურ წარმონაქმნებში, მათზე სინათლის გაბნევის მეთოდით გამოავლინეს. ამოღებული ქანების ფერები სისტემატური სახით იცვლებოდა, ყავისფერიდან(ზედა ფენა), შავისა და მწვანესკენ(ქვედა), რაც ოკეანის წყლისა და მანტიის ქანების შერევის ხარისხს აჩვენებს. ასეთი შერევა, წყალბადის გამოყოფას იწვევს, რომელიც ნახშირბადთან და მეთანთან ერთად, ბიოლოგიური მაკრომოლეკულების საშენი მასალაა.

 ”ქანების ნიმუშთა ანალიზისას, ორგანიკით მდიდარი ჩანართები აღმოვაჩინეთ, ლიპიდების, ცილებისა და ამინომჟავებით(ამინომჟავების კოსმოსური ”ფაბრიკა”) მასში” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ფრიდერ ქლაინი. მსგავსი ნარჩენები 2000 წელსაც აღმოაჩინეს, ატლანტის ოკეანის ქედის გეოთერმულ წყლებში(სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები).

evropadan ckali zedapirze

 ეს აღმოჩენა, სიცოცხლის ჩასახვის ხელისშემწყობი პროცესის – მანტიის ქანებისა და ზღვის წყლის ურთიერთქმედების შესახებ ჰიპოთეზის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ასეთივე ჰიდროთერმული წყაროები და აქაური სიცოცხლისთვის უჩვეულო პირობები, იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრზე – ევროპა, შეიძლება არსებობდეს. 2020-ან წლებში, NASA გეგმავს განახორციელოს მისია ევროპაზე, არაოფიციალური სახელით – Europa Clipper.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.