NASA-ს გველთევზა რობოტი ევროპის ოკეანის მარილიანობის შესასწავლად

 შესაძლოა მალე იუპიტერის ერთ-ერთ მთვარეზე – ევროპაზე მცხოვრებმა(mysteriousuniverse.org) ორგანიზმებმა თავიანთ წყლებში გრძელი, კლაკნია ურჩხული შენიშნონ; ეს მორიგი Loch NASA-მონსტრი იქნება, რომელიც შემუშავების სტადიაშია. ის ევროპას ოკეანეში წყლის ნაკადების  მარილიანობას განსაზღვრავს.

 ქორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) ინჟინერთა ჯგუფი, მეისონ პეკის და რობ შეფერდის  (Mason Peck and Rob Shepherd) ხელმძღვანელობით NASA -ს მიერ გამოყოფილ წინასწარი კვლევების $100,000 გრანტს გველთევზას ფორმის მოქნილი, კლაკნია რობოტის შესაქმნელად იყენებენ. სიმართლე რომ ითქვას, ეს რობოტი ზღვის სალამურას უფრო ჰგავს, რომელის თავისი საშინელი კბილებიანი მისაწოვრებით თევზებს და ზღვის სხვა ორგანიზმებს მჭიდროდ ეკვრის.

 ”ამ კბილებს რობოტი საკუთარი თავის ენერგიით მომარაგებისათვის გამოიყენებს”- ამბობს პეკი. – ”ის მაგნიტური ველებიდან ელექტროენერგიის გენერირებას მოახდენს, რაც ელეტროლიზის პაკეტს გაააქტიურებს და წყალს წყალბადად და ჟანგბადად დაშლის, რასაც საწვავად გამოიყენებს; გაზების აალება გახსნის სპეციალურ კამერებს, რომლებიც წყლის ნაკადების რეაქტიულ ჭავლს უზრუნველყოფს და რობოტი წყალში გადაადგილდება”.

”ელექტრო-სალამურას” თუ ”გველთევზას” მძლავრად ლუმინესცენციური ”კანიც” ექნება, და ის წყალქვეშა გამოსახულებების ჩაწერასაც შეძლებს.

 თავის დროზე NASA-ს იუპიტერის მისსია Galileo-მ ევროპაზე ბზარები და თეთრი ზედაპირის ფერის ცვლილება დააფიქსირა. მეცნიერებმა ძრავების ლაბორატორიაში (NASA’s Jet Propulsion Lab) შექმნეს კამერა, სახელად “Europa in a can” (ევროპა კონსერვის ქილაში), სადაც ამ თანამგზავრზე არსებული გარემო პირობების იმიტირება მოახდინეს. ამ აპარატში მოთავსებული იყო მარილიანი წყალი. წნევისა და ტემპერატურის იმიტირების შემდეგ მოხდა მარილების გამოლექვა და ფერის ცვლილება. ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მარილების უჩვეულო შეფერილობა თავის დროზე Galileo-ს მიერ ევროპაზე  დაფიქსირებულ ფერს ზუსტად ემთხვევა.

 ეს აღმოჩენა შესანიშნავია არა მარილის ფერის ცვლილების გამო, არამედ იმის გამო, რომ ის მაღალი ალბათობით ადასტურებს ევროპას ზედაპირის ქვეშ მარილიანი ოკეანეების არსებობის ფაქტს, რაც სიცოცხლის არსებობის შანსებს ზრდის.

evropaze marili zgvis vakuum kamera
 ფერშეცვლილი მარილის ნიმუში.
gvelxokera
 ზღვის სალამურა, რომელიც ევროპის მკვლევარი NASA-ს გველხოკერა რობოტის პროტოტიპია.

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.