მომავალი სუპერკონტინენტის ადგილი

 იელის უნივერსიტეტის გეოლოგებმა, მომავალი სუპერკონტინენტის მდებარეობის შესაძლო ადგილი დაადგინეს. მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ Natureში გამოქვეყნდა.

 თანამედროვე წარმოდგენებით, სუპერკონტინენტები დედამიწაზე ყოველი რამდენიმე ასეული მილიონი წლის მერე ფორმირდება. უკანსკნელი იყო პანგეა, რომელიც 150-220 მილიონი წლის წინ ლაურასიად და გონდვანად გაიყო. გეოლეგების ვარაუდით, მომდევნო სუპერკონტინენტი 200-300 მილიონი წლის მერე ჩამოყალიბდება, ზუსტად სად, უცნობია.

 ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე თეორია არსებობს. ზოგიერთი გეოლოგი თვლის, რომ ახალი კონტინენტის ფორმირება იქ მოხდება, სადაც ადრე ძველი იყო. სხვების აზრით ის, პანგეას საპირისპირო მხარეს, მეორე ნხევარსფეროში გაჩნდება.

 ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა ხსენებული ორისგან განსხვავებული ვარიანტი წარმოადგინეს. მათ, მანტიის მათემატიკური მოდელი გააკეთეს, დედამიწის ფორმის გათვალისწინებით. ამ მოდელზე დაყრდნობით, გამოითვალეს კონტინენტების მოძრაობა უკანასკნელი ორი მილიარდი წლის განმვლობაში. ამ ინტერვალში სულ სამი სუპერკონტინენტი წარმოიქმნა – ნუნა (1,8-1,5 მილირდი წლის წინ), როდინია (1,1-0,75 მილიარდი წლის წინ) და ხსენებული პანგეა.

 მეცნიერებმა, კონტინენტების ცენტრალურ ღერძებს შორის კუთხეები დაადგინეს (იგულისხმება ხაზი, რომლითაც დედამიწის ცენტრი და კონტინენტის მოძრაობის ინერციის მინიმალური მომენტის წერტილებია შეერთებული),ნუნასა და როდინიას, როდინიასა და პანგეას შორის ეს მონაცემი 88 და 87 გრადუსს შეადგენდა შესაბამისად. საკუთარი მოდელის საფუძველზე მათ ასევე დაასკვნეს, რომ შემდეგი სუპერკონტინენტი, პანგეას პერპენდიკულარულად ფორმირდება.

 ახალმა კვლევამ სპეციალისტთა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგიერთმა მეცნიერმა ამ ნამუშევარს ”მშვენიერი” და ”ძალიან შთამბეჭდავი” უწოდა, მაშინ როცა სხვებმა განაცხადეს, რომ ნაშრომი ჰიპოთეზაა და სხვა არაფერი. გარდა ამისა, კრიტიკოსებმა ჩატარებულ კვლევაში სტატისტიკური ანალიზის სიმცირეც აღნიშნეს.

 2011 წლის სექტემბერში, ჟურნალ Terra Nova-ში გამოქვეყნდა ნაშრომი, რომლის ჩარჩოებშიც, ახალ სუპერკონტინენტს, ალბათ, ვერ შეუერთდება ანტარქტიდა და სამხრეთ ამერიკა. მკვლევარებმა ეს, მანტიაში არსებულ ”ცხელ” ზონებს დაუკავშირეს, 2800 კილომეტრის სიღრმეზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.