გლობულები გაქცეულ წიწილაში

 კატალოგში IC 2944-ის სახელით ჩაწერილი ემისიური (ასხივებს) ნისლეული, წარმოდგენილი ამ გამოსახულებაზე, გაქცეული წიწილის სახელითაც არის ცნობილი, მას ფართოკუთხიან ფოტოებზე აქვს ასეთი ფორმა. ავსტრალიაში მდებარე საიდინგ-სპრინგის ობსერვატორიიდან გადაღებული სურათი სპეციალურად შერჩეული ხელოვნური ფერებით არის შეღებილი. პატარა, ბნელი მოლეკულური ღრუბლები, ფოტოს ცენტრთან ახლოს, კოსმოსური მტვრით არის სავსე (მაღალი გარჩევადობით). ეს ”კვერცხები”, ცნობილი თექერეის გლობულების სახელით, მისი პირველაღმომჩენის საპატივცემულოდ, ახალი ვარსკვლავების გრავიტაციული კონდენსაციის (გაზ-მტვრის შეგროვების) პოტენციურ არეებად ითვლება. თუმცა რა ბედი ელით მათ ზუსტად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რადგან გლობულების მეზობელი ახალგაზრდა ვარსკვლავების გამოსხივებით მუდმივად ნიავდება. არაერთგვაროვნად მანათობელ გაზთან და მტვრის რთულ სტრუქტურებთან ერთად, რომლებიც სინათლეს ირეკლავს, ეს მასიური და ენერგიული ვარსკვლავები გაფანტულ გროვას ქმნიან – კოლინდერ 249. დედამიწიდან 6000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე შთამბეჭდავი ციური პეიზაჟის ზომა, დაახლოებით, 70 სინათლის წელია (ნისლეულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.