თექერეის გლობულები

 მტვრის ეს გროვები გაცილებით დიდია, ვიდრე ისინი, რომლებიც თქვენ ოთახში შეიძება იპოვოთ. გროვები ვარსკვლავებით მდიდარ რეგონში იმყოფებიან და მანათობელი წყალბადით არიან შემოფარგლულნი. ისინი იმდენად დიდები არიან, რომ მათში ვარსკვლავების ფორმირებაა შესაძლებელი. მტვრის გიგანტები ცენტავრის თანავარსკვლავედის ელვარე ვარსკვლავურ აკვანში მდებარეობენ სახელად – IC 2944, იქამდე მანძილი 5900 სინათლის წელია. პირველად 1950 წელს ა.დ. თექერეის მიერ შემჩნეული, ბნელი გლობულებიდან ყველაზე დიდი, ორი ცალკეული გროვასგან შედგება, თითოეული 1 სინათლის წლის ზომით. აქ წარმოდგენილი ფერადი გამოსახულება ბლანკოს 4 მეტრიანი ტელესკოპითაა მიღებული(სერო ტოლო, ჩილე).

 ის საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ტეკერეის გლობულები ახალგაზრდა ვარსკვლავების ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით იშლებიან. ელვარე ემისიურ ნისლეულს სწორედ ეს ვარსკვლავები აცხელებენ და აიძულეებნ ანათოს. ეს და მათი მსგავსი გლობულები, როგორც ცნობილია, ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონებთან არიან დაკავშირებული და შეიძლება მთლიანად დაიშალონ(არდაბადებული ვარსკვლავები) ცხელი ვარსკვლავებით დასახლებულ ”მტრულ” გარემოში, როგორც კარაქი ცხელ ტაფაზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.