ნისლეულები + კოსმოსური ხვრელი

 პლანეტარული ნისლეული Mz3: ნისლეული ჭიანჭველა

 რატომ არა აქვს ამ  “ჭიანჭველას” სფეროს ფორმა? ის ხომ პლანეტარული ნისლეულია, რომელიც მზის მაგვარმა ვარსკვლავმა ევოლუციის ბოლოს, კოსმოსში გამოტყორცნა. ასეთი ნისლეულები კი სფეროს ფორმებით არიან ცნობილნი. მიზეზი შეიძლება იყოს ცენტრიდან ძალიან მაღალი სიჩქარით მოძრავი – 1000 კმ/წმ.

გაზები და ამ სტრუქტურის გიგანტური ზომები – 1 სინათლის წელი. ეს, ძლიერი მაგნიტური ველის გამოც ხდებოდეს, რომელიც ცენტრში მდებარე ვარსკვლავს გააჩნია. Mz3-ში ასევე შეიძლება იმალებოდეს მეორე, უფრო პატარა ზომების ვარსკვლავი, რომელიც ცენტრალური ვარსკვლავის გარშემო ძალიან ახლო მანძილზე ბრუნავს. ასტრონომები თვლიან, რომ გაზების ასეთი გადაადგილების მიზეზი, უფრო, ცენტრალური ვარსკვლავის ღერძის გარშემო ბრუნვა და ძლიერი მაგნიტური ველია. მზისმაგვარი ვარსკვლავების კვლევა საშუალებას იძლევა ვიწინასწარმეტყველოთ თუ რა ბედი ელის შორეულ მომავალში მზეს და დედამიწას.

ნისლეულ carina-ს მტვრის სვეტები

  ამ კოსმოსური ურჩხულის შიგნით არის ვარსკვლავი, რომელიც ნელნელა შლის მას. თვითონ ურჩხული წარმოადგენს აბსოლუტურად უსიცოცხლო გაზისა და მტვრის სვეტს, სიგრძით 1 სინათლის წელი. ვარსკვლავი სინათლის მშთანთქმელი მტვრის მიღმა არ ჩანს. მისი აღმოჩენა გაზების მძლავრი ნაკადებით შეიძლება. დაახლოებით 100 000 წლის მერე ამ “შემქმნელ სვეტებში” გაჩენილი ახალი ვარსკვლავები დაშლიან მას და საბოლოოდ ვარსკვლავთგროვას წარმოქმნიან. ფოტოზე გაბნეული ვარდისფერი წერტილები “ახლახანს” გაჩენილი ვარსკვლავები არიან. სურათი კოსმოსური ტელესკოპი “ჰაბლის” 20 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. მატერიის ჭავლებს, ანუ ჯეტებს, კიდევ ჰარბიგო-ჰაროს ობიექტებსაც უწოდებენ, ეს ჯეტები ჯერ კიდევ კვლევის საგანია. შესაძლებელია ეს ვარსკვლავის გარშემო არსებულ აკრეციულ დისკოს უკავშირდებოდეს, რომელიც ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს.

ნისლეული კატის თვალი

 ნისლეული კატის თვალი (NGC 6543) ყველაზე ცნობილი პლანეტარული ნისლეულია. მისი ღერძული სიმეტრია ადვილი შესამჩნევია, სურათის შუა ნაწილში. გამოსახულება მიღებულია სკანდინავური ტელესკოპით, რომელიც კანარის კუნძულებზეა დამონტაჟებული. ფერები პირობითია, რათა ადვილი გასარჩევი იყოს ნისლეულის გარშემო არსებული სუსტად მანათობელი ვარსკვლავური გაზი(ჰალო). ჰალოს ზომა 3 სინათლის წელია. პლანეტარული ნისლეულები მზის მაგვარი ვარსკვლავების სიცოცხლის ბოლო სტადიაა. თუმცა სხვებისაგან განსხვავებით ასეთი ნისლეულების ჰალო, ვარსკვლავის მიერ, უფრო ადრე, ევოლუციის სხვადასახვა ეტაპებზე ამოტყორცნილი ნივთიერებაა. მისი ასაკი დაახლოებით 50-90 ათასი წელია, როცა შიდა ნაწილი მხოლოდ 10 000 წლისაა.

სამხრეთი და ჩრდილოეთი ბუ

 სურათზე ნაჩვენებია ორი ერთნაირი ზომის ”კოსმოსური ბუ”. მარცხნივ პლანეტარული ნისლეული M97-ია, რომელიც დიდი დათვის თანავარსკვლავედში მდებარეობს, მას ბუსაც ეძახიან. მარჯვნივ მისი ორეული PLN 283+25.1, ჰიდრას თანავარსკვლავედში. მათი ზომები და ფორმა უცნაურად ერთნაირია და 2 სინათლის წლის ტოლია, ანუ 2000 ნეპტუნის ორბიტის ხელაა. პლანეტარული ნისლეულები მზისმაგვარი ვარსკვლავების ევოლუციის ბოლო ეტაპზე ყალიბდებიან , როცა მათ ბირთვში ატომური საწვავი უთავდებათ. ორივე სურათი სპექტრის ვიწრო ზოლშია გადაღებული და განსხვავებული ფერები აქვს მიცემული.

ნისლეული ”ცხენის თავი”

cxenis tavi dvali
(ქვედა)ქართველი ასტრომოყვარულის(დ.დ. 2014 წ.) მიერ გადაღებული ცხენის თავი იონიზირებული წყალბადის გამოსხივების ზოლში.

 ეს უცნაური ვარსკვლავთშორისი ღრუბელი რა თქმა უნდა შემთხვევით წარმოიქმნა, ვარსკვლავური ”ქარებითა” და გამოსხივებით. ის ჩვენგან ნახევარი ათასი სინათლის წლითაა დაშორებული და უფრო დიდ ნისლეულ ორიონს ეკუთვნის. სიგრძით 5 სინათლის წლისაა. ასე გამოკვეთილად მას ნისლეულის შემადგენელი მტვერი აქცევს, რომელიც კარგად შთანთქავს სინათლეს და თვითონაც ასხივებს. გამოსხივების წყარო ემისიური ნისლეული IC 434 არის, რომელშიც ახალი ვარსკვლავები ფორმირდებიან და ნელ-ნელა გარემოს აცხელებენ. ადვილი შესამჩნევია სურათის ქვედა ნაწილში გამოსახული ცისფერი ამრეკლი ნისლეულიც NGC 2023, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემოა შემოხვეული.

ჰერშელმა კოსმოსური ”ხვრელი” აღმოაჩინა

    

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე კოსმოსურმა ტელესკოპმა ჰერშელმა, მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა: კოსმოსური ხვრელი. ხვრელმა საშუალება მისცა ასტრონომებს უფრო კარგად ჩაიხედონ ვარსკვლავთ წარმოქმნის პროცესში. ნისლეული სახელად NGC 1999 არის შავ ლაქასთან ახლოს, ლაქასთან, რომელიც ადრე გაზისა და მტვრისგან შემდგარი, სინათლის მაბლოკირებელი ნისლეული ეგონათ. როცა “ჰერშელმა” ამ ნისლეულისკენ გაიხედა, რათა ახლოს მდებარე ახალგაზრდა ვარსკვლავები შეესწავლე, ღრუბელი მაინც შავი დარჩა. ეს კი ასე არ უნდა იყოს, ეს ტელესკოპი იმისთვისაა შექმნილი, რომ ღრუბლის შიგთავსი დაგვანახოს. გამოდის, რომ ან ნისლეულია ძალიან სქელი, ან რაგაც შეცდომაა. კვლევების გაგრძელების შემდეგ, ტელესკოპებით დედამიწაზეც, აღმოჩნდა, ეს ლაქა შავია არა სქელი ღრუბლის, არამედ სიცარიელის გამო, ლაქების ადგილზე არაფერი არაა. ასტრონომები თვლიან, რომ სიცარიელეები ვარსკვლავების მაგნიტური ქარების და გაზების ვიწრო ჭავლების ზემოქმედებით გაჩნდა, რაც თავის მხრივ ვარსკვლავების ჩამოყალიბების საწყის ეტაპებზე არსებულ წარმოდგენებს ცვლის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.