გასულ წელს SpaceX- მა დაგვარწმუნა, რომ მრავალჯერადი გამოყენების რაკეტები რეალობაა

 2018 წლის დასაწყისში ილონ მასკმა ივარაუდა, რომ SpaceX 30-მდე სარაკეტო სტარტს განახორციელებდა.  ბევრი ამ განცხადებას სკეპტიკურად შეხვდა, რადგან რაკეტების  უმეტესობას წინასწარი ტესტირებაც კი არ ჰქონდა გავლილი, და მათ შორის იყო უზარმაზარი ”მძიმე შევარდენი” – ”Falcon Heavy”. საბოლოო ჯამში, 2018 წელს კომპანიამ 21 სარაკეტო ფრენა განახორციელა, რაც მისი მხოლოდ 16-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე უდიდეს მიღწევად უნდა მივიჩნიოთ. მაგალითისთვის, 2016 წელს – 8, ხოლო 2017 წელს – 18 სარაკეტო სტარტი განხორციელდა. ამასთან, 2017-მა წელმა მრავალჯერადი გამოყენების დაბრუნებადი ხომალდების კონცეფციას ჩაუყარა საფუძველი, ხოლო 2018 წელს განსხვავებული ინჟინერული დიზაინის მქონე კოსმოსური ხომალდების სტარტის ადგილზე დაბრუნება თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

 2015 წლიდან მოყოლებული, კომპანიის პიონერმა ხომალდმა ”Block 5”, რომელმაც პირველივე გაფრენის დროს,  ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა ბანგლადეშის სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი, მნიშვნელოვანი მოდიფიკაციები განიცადა: SpaceX-ის განცხადებით, გაუმჯობესდა ძრავები, შემცირდა  შუალედური საფეხურების ცვეთის კოეფიციენტი, ცხაურებიანი ფარფლები დაიფარა ტიტანით და დამონტაჟდა უახლესი ტიპის თერმული დაცვის სისტემები. ეს გარანტიას იძლევა, რომ ”Block 5”, სულ მცირე, 10-ჯერ დაბრუნდება სასტარტო მოედანზე, ვიდრე მცირე მასშტაბის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება იქნება საჭირო. საბოლოო ჯამში, თითოეული ”Block 5” 100 ფრენას განახორციელებს, სანამ გამოყენებისთვის შეუსაბამო გახდება. წელს SpaceX-ის 14 მცდელობიდან  (attempted to land) მხოლოდ 2 იყო წარუმატებელი. მაისში განხორციელებული წარმატებული სტარტის შემდეგ ილონ მასკმა განაცხადა, რომ მომავალ (2019) წელს ”Block 5” 24 საათში 2 გაფრენას განახორციელებს, რომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს.

 2018 წლის 6 თებერვალს, გაფრენა განახორციელდა უზარმაზარმა რაკეტამაც ”Falcon Heavy”, რომელმაც ორბიტაზე Tesla-ს ალუბლისფერი მანქანა და მისი ”მძღოლი” გაიყვანა. ეს კიბერ-”ასტრონავტი”, რომელმაც უამრავი არაჩვეულებრივი ”სელფი” გადაიღო,  მარსის გავლით უსასრულო კოსმოსურ მოგზაურობაში წავიდა, ხოლო ”მძიმე შევარდენის” სამივე კომპონენტი (თითოეული – ყოფილი  ”Falcon 9”) დედამიწაზე დაბრუნდა.  აქედან ორი გვერდითი გამშვები, LZ-1 და LZ-2, სასტარტო მოედანზე თითქმის სრულყოფილი სინქრონით დაეშვა, ცენტრალური გამშვები კი SpaceX-ის ახლად აგებულ დაშვების სისტემას მცირეოდენ ასცდა და ატლანტის ოკეანეში ჩავარდა(ავტომობილი ორბიტაზე).

 ”Falcon Heavy”-ს მომდევნო ორი გაშვება 2019 წელსაა დაგეგმილი, თუმცა  2018 წლის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამერიკის საჰაერო ძალებმა ხომალდის პირველი სტარტისთანავე SpaceX-თან 130 მილიონი დოლარის კონტრაქტი გააფორმეს ახალი თანამგზავრული მისიის შესასრულებლად (AFSPC-52 mission), რომელიც 2020 წლისთვის უნდა განხორციელდეს.

 2018-ში იყო წარუმატებლობებიც. მაგალითად, SpaceX-ს უარი უთხრეს ეროვნული უშიშროებისთვის განკუთვნილი ტვირთების კოსმოსში გატანაზე – ეს $2 მილიარდიანი კონტრაქტი მისმა სამმა კონკურენტმა კომპანიამ: ULA, Blue Origin, და Northrop Grumman-მა გაინაწილა. გარდა ამისა, SpaceX-მა უკან გაიწვია მთვარის შემოფრენის ტურისტული პროგრამა, რადგან მიიჩნია, რომ ”Falcon Heavy”, თავისი წარმოუდგენელი სიმძლავრეებით, ნაკლებად შეეფერებოდა ამ მისიას. პროგრამის პირველ კლიენტს, იაპონელ მილიარდერ იუსაკუ მეზაუას (Yusaku Maezawa) და მის თანამგზავრებს (რომლებიც შოუ-ბიზნესის ჯერ-ჯერობით ინკოგნიტო ვარსკვლავები არიან) 2023 წლამდე მოუწევთ ლოდინი, ვიდრე მწყობრში არ ჩადგება SpaceX-ის ახალი ხომალდი BFR (Big Falcon Rocket), რომელიც საკაცობრიო მისიებისთვის გაცილებით უფრო შესაფერისია(BFR – დიდი შავარდენი რაკეტა თუ რა?).

ეკიპაჟის ხომალდ-მოდული ”Dragon” ”სფეის იქსის” სათაო ოფისში. ჰოუთორნი, კალიფორნია, აშშ(Patrick T. Fallon/Bloomberg/Getty Images).

 თუმცა ეს ხომალდი პირველ გაფრენას 2019 წელს განახორციელებს და ორბიტაზე პროფესიონალ ასტრონავტებს გაიყვანს, რომლებიც სპეციალურ კაფსულაში ”Dragon” განთავსდებიან (SpaceX Dragon capsule). აქამდე ამ კაფსულებმა მხოლოდ უსიცოცხლო საცდელი ტვირთებით იმოგზაურეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურისაკენ. აღსანიშნავია, რომ თითოეული კაფსულა საკუთარი თერმული დაცვის სისტემით და ძრავებითაა აღჭურვილი, რამაც მათი სასტარტო მოედანზე დაბრუნება უნდა უზრუნველყოს; მოგვიანებით კი – მთვარეზე და მარსზე დაშვება.

 2019 წელს შესაძლოა ვიხილოთ SpaceX-ის მორიგი წარმატება ხომალდის ნაწილების გადარჩენისა და ხელახალი გამოყენების ბიზნესში. საუბარია მრავალჯერადი გამოყენების სატვირთო მოდულსა და ბადეზე, რომელიც რაკეტის ცხვირის კონუსს, სადაც სტარტის დროს ორბიტაზე გასატანი ტვირთია მოთავსებული. ოკეანეში ჩაძირვის საშუალებას არ მისცემს. ამ სატვირთო კონუსის ფასი მთლიანი რაკეტის თითქმის მესამედს შეადგენს.

 ამ მიზნით, SpaceX-ის ინოვაციურ კონსტრუქციებს შეემატა სატვირთო ბადე, რომელსაც ხუმრობით ”მისტერ სტივენ”-ს (Mr. Steven) უწოდებენ. ის  თითოეული გაშვებიდან დამატებით 6 მილიონი დოლარის ეკონომიის საშუალებას იძლევა. ატმოსფეროში დაბრუნებული სატვირთო მოდული პარაშუტის მეშვეობით ნაზად დაეშვება და ”მისტერ სტივენი”-ს ნაზ მკლავებში აღმოჩნდება, რომელიც მას ფსკერზე დაშვებისაგან იხსნის(ილონ მასკი, სფეის იქსი და მემკვიდრეობა).

წარმატებები, SpaceX!

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.