გლუვი კოსმოსი

 ბევრი თანამედროვე თეორიის მიხედვით, ჩვენი სამყარო პლანკურ ზომასა და დროშია დაკვანტული(1,6*10–33 სმ. და 4*10-44 წმ.), სხვანაირად რომ ვთქვათ, მას აქვს მარცვლოვანი სტრუქტურა. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამ წარმოდგენებს ეჭვქვეშ აყენებს.

 ამის მოწმობად მათ სხვადასხვა ტალღის სიგრძის სამი ფოტონი გამოიყენეს, რომლებიც ორბიტალურმა გამა ტელსკოპმა ”ფერმიმ” 2009 წლის მაისში მიიღო. ანალიზით დადგინდა, რომ ეს ფოტონები დედამიწიდან 7 მილიარდი სინათლის წლის იქეთ გაჩნდნენ, ერთ-ერთი გამა-ანთების დროს, ტელესკოპის დეტექტორამდე კი პრქტიკულად ერთი და იგივე დროს მოვიდნენ, 1 მილიწამიანი ინტერვალით.

 შეგახსენებთ, რომ გამა-ანთებები სამყაროს ყველაზე უფრო მძლავრი და კონცენტრირებული ენერგიის გამონაფრქვევებია. რამდენიმე წამში იმაზე მეტი ენერგია გამოსხივდება, ვიდრე მზე თავისი სიცოცხლის მილიარდობით წლების განმავლობაში ასხივებს. გამა-ანთება ამ დიაპაზონის ხისტ ნაწილში ფოტონების ვიწრო კონებს ასხივებს. ამ ანთებათა ბუნება ახლაც ბოლომდე გაურკვეველია, თუმცა გამოფრქვეული მაღალი ენერგიის სხივები ასტრონომებმა სამყაროს სტრუქტურის გამოსაკვლეავდ არაერთხელ გამოიყენეს.

 თუ სამყარო მართლაც ”პლანკური ქაფია”, შემდგარი წარმოუდგენლად მცირე ზომის ”ბუშტულებისგან”, წყალბადის ატომზე ტრილიონ ტრილიონჯერ მცირე, მაშინ ამის დანახვა ჩვეულებრივი მეთოდებით შეუძებელი იქნება. ასეთ მასშტაბზე მოქმედებისთვის საჭირო ენერგია მხოლოდ მოკლე ტალღიან გამა-ფოტონებს გააჩნიათ. თუ ასეთი ურიერთქმედებები ხდება, მაშინ კვანტურ დრო-სივრცეში მოძრაობის დროს ამ ფოტონების გაბნევა უნდა მოხდეს, რაც ფოტონის ზუსტი ტალღის სიგრძით შეიძლება განისაზღვროს.

 ეს ურთიერთქმედება ძალიან სუსტია და მოკლე დისტანციაზე შესამჩნევი არ იქნება. გამოთვლების მიხედვით, მილიარდობით სინათლის წლის მანძილებზე ეს გადახრები უნდა დაგროვდეს და სამი განსხავებული ტალღის სიგრძის ფოტონი, რომლებიც ერთდროულად გაჩნდნენ, მონაცემებით ძალიან დაშორდებიან ერთმანეთს. ”ფერმის” მონაცემები ამას ვერ ამტკიცებენ: ”ჩვენ ვაჩვენეთ, რომ პლანკურ ზომაზეც სამყარო გლუვი რჩება, ყოველ შემთხვევაში არაერთგვაროვნების არანაირი კვალი ჯერჯერობით არ ჩანს” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.